ქობულეთსა და ხელვაჩაურში კორონავირუსზე სეროპრევალენტობის კვლევა ტარდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ქობულეთში, ხელვაჩაურში, მარტვილსადა ბორჯომში კვლევები ტარდება, რომელიც დაადგენს რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსიუსიმპტომოდ. ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეებს შერჩევითი პრინციპითუღებენ ანალიზს და ადგენენ არის თუ არა ორგანიზმში ანტისხეულები. ''17 აგვისტოდან დავიწყეთ ე.წ.სეროპრევალენტობის კვლევა ოთხ დიდ მუნიციპალიტეტში. ხელვაჩაურში, ქობულეთში, მარტვილსა და ბორჯომში. ეს გულისხმობს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადამიანების ტესტირებას. მათთან მიდის გასაუბრება, კითხვარის შერჩევა და ანალიზის აღება, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ ადამიანსკორონავირუსული ინფექცია გადატანილი აქვს თუ არა,სიმპტომებით ან უსიმპტომოდ. ამიტომ ამ კვლევას თვენახევარი დასჭირდება და მოგაწვდით ინფორმაციას.მსგავსი კვლევაორი თვის წინაც ჩავატარეთ თელავისა და ბოლნისში და კარგი ინფორმაცია მოგვცა'' - განაცხადა გამყრელიძემ.