კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია-ეზუგბაია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139328 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 პაციენტიდან სამის მდგომარეობა პრობლემურია. მათ შორის, ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და თანმხლები დაავადება აქვს. „როგორც ნცობილია, 40 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, აქედან ჩვენთან 32 პაციენტი. ამ 32-დან ერთი გაწერილია ბინაზე, მაგრამ რაოდენობრივად ითვლება და ამ ეტაპზე, ჩვენთან არის 31 პაციენტი. 31 პაციენტში სამი პაციენტი არის პრობლემური, მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი რისკია ის, რომ ერთ პაციენტს, რომლის ასაკი არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს, დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომ ვლაპარობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია. გარდა ამისა, ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, ისინიც გარკვეულწილად პრობლემატური არიან, რადგან ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება, გართულება, ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტთან ამ ეტაპზე სუბიქეტურ-ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფულებელია, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით, დინამიურად გაუარესებული გვქონდა მაჩვენებლი. პროგნოზულად, ამ სამ პაციენტთან მდგომარეობა სერიოზულია და დინამიურად სჭირდებათ დაკვირვება“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.