კოვიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
გასული ორი დღის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 372 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კოვიდ - 19 -ზე. 107 მათგანს კი, ვირუსი დაუდასტურდა.
ტერიტორიაზე შექმნილი "კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბის თანახმად" გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. ის 1957 წელს დაბადებული პირი იყო, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 15 ოქტომბერს შეიყვანეს მძიმე სუნთქვის უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 176 ადამიანი იმყოფება, საიდანაც 140 პაციენტი კოვიდინფიცირებულია, მათგან 23 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 43 საშუალო სიმძიმისაა, 10 პაციენტი კი, გაწერილია.
რაც შეეხება სხვა საავადმყოფოებს - სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 30 პაციენტი გადის მკურნალობას. 14 პაციენტი იმყოფება გაგრას ცენტრალურ საავადმყოფოში, მათგან ორი ინფიცირებულია. ოჩამჩირის საავადმყოფოში მყოფი 27 პაციენტთაგან კი, 18 კოვიდ 0 19 დადატურებული პირია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა