ჯანმო: შესაძლოა კორონა ვირუსი არასდროს გაქრეს ისევე როგორც აივ-ინფექცია

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტრის, მაიკ რაიანის განცხადებით კორონა ვირუსი შესაძლოა არასდროს გაქრეს და იმ დაავადებათა სიას მიეწეროს, რომლისგანაც ადამიანები წლების განმავლობაში იღუპებიან. „ეს ვირუსი, შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემიურ ვირუსად იქცეს და არასდროს გაქრეს. აივ-ინფექცია არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ მოვლენებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, თუ როდის ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება“, - აცხადებს მაიკ რაიანმა.
#ჯანმო
#კორონავირუსი
#ვაქცინა
#კოვიდ19
#ჰედლაინი
0