?
1. აზრების წაკითხვა შეგიძლია? აბა რას ვფიქრობ ახლა?
ალბათ ყველა ფსიქოლოგისათვის, ან ფსიქოლოგიის სტუდენტისთვის ერთხელ მაინც დაუსვამთ მსგავსი შეკითხვა (გამონაკლისი არც მე ვარ გამონაკლისი).
არა, მეგობრებო! ფსიქოლოგებს აზრების კითხვა არ შეუძლიათ, ამიტომ ნუ გეშინიათ.
2. სანამ შენთან რამეს ვიტყვი ჯერ კარგად დავფიქრდები.
არაა საჭირო! ფსიქოლოგები და ფსიქოლოგიის სტუდენტებიც ადამიანები ვართ, ამიტომ, როდესაც მეგობრებთან ვართ, ოჯახში, სოციალურ გარემოში და ა.შ. თქვენზე დაკვირვებას არ ვაწარმოებთ, შეგიძლიათ თავისუფლად ისაუბროთ... ?
3. უფასო ფსიქოთერაპია - აქაც, სამწუხაროდ ბევრი მსურველი გამოჩნდა სამეგობრო, სანათესაო, სანაცნობოში უფასო თერაპიის მსურველი. ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ სტუდენტი ვერ ჩაგიტარებთ სრულფასოვან თერაპიას, არა ეთიკურია. მეორე, თერაპიის პროცესში იმხელა ენერგია იდება რომ უფასოდ ამის თხოვნა ოქსიმორონიაა, დავაფასოთ თერაპევტები!
4. ფსიქოლოგიაზე სწავლობ? გიჟებს უნდა უმკურნალო?
არა! ფსიქოლოგიის ბაკალავრიატი არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად თერაპევტი გახდები სამომავლოდ. ბაკალავრიატის ხარისხის მიღების შემდეგ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ: მკვლევარები, სოციალურო ფსიქოლოგები, ეიჩარები, ორგანიზაციული ფსიქოლოგები, ვიმუშაოთ საჯარო და კერძო სექტორებში და ა.შ. პაციენტებს კი გიჟებად არავინ მოიხსენიებს.
5. ფსიქოლოგი? ფსიქიატრი? რა განსხვავებაა ორივე ერთია...
არა! ორი რადიკალურად განსხვავებული პროფესიაა. ფსიქიტრი რომ გახდე პირველ რიგში სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა სწავლობდე. მოკლედ რომ ვთქვათ ფსიქოლოგი მედიკამენტების გარეშე მკურნალობს თერაპიით, ხოლო ფსიქიატრები მედიკამენტებთან მეგობრობენ და მათ ეხებათ რეცეპტების გაცემაც.
6. პაციენტებს ელექტროშოკით უმკურნალებ?
არა! ეს მეთოდი საუკუნეების წინ გამოიყენებოდა. დღეს ამის გაკეთებისათვის დაისჯები, ჩამოგერთმევა ლიცენზია და ვეღარასოდეს იმუშავებ თერაპევტად, ვინაიდან არაეთიკურია. ჩვენთვის ყველაფერი არაეთიკურია, რაც ადამიანს ფიზიკურ, ან მენტალურ ზიანს მიაყენებს.
7. ფსიქოლოგია მეცნიერება არაა.
ვინ გითხრათ?! ?? ისტორიას გადავხედოთ და გადავინაცვლოთ გერმანიაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას აიგივებდნენ. ვილჰელმ ვუნდტმა ქალაქ ლაიფციგში დააარსა პირცელი ფსიქოლოგიური ლაბორატორია, სადაც მკმდინარეობდა კვლევების შემუშავება, დაგეგმვა, გაზომვა და ა.შ. ის ვინც ფიქრობს რომ ფსიქოლოგია მეცნიერება არაა ორი არგუმენტი აქვთ. პირველი, ის რომ ჩვენი მონაცემები 100% სანდო და ვალიდური არაა (მაგრამ ის ავიწყდებათ რომ ნებისმიერი მეცნიერების სფეროში დავა, და მონაცემების კრიტიკა ნაცნობი ფაქტია), მეორე, ჩვენ არ გვაქვს ერთი საზომი ერთეული.
#psychology
#opinion
#funny