წალენჯიხის ორ სოფელში ახალი სკოლების მშებნებლობა მიმდინარეობს.

0
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ლეჟას უბანში, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელი სკოლის აშენებას წლების მანძილზე ელოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით კი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ტენდერი და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთისა და ნაკიფუ-ლეჟას ტერიტორიაზე საჯარო სკოლების მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. უახლოეს დღეებში დაიწყება კანთის საბაზისო სკოლის მშენებლობაც. აღნიშნული სკოლების მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა -„სტარი“- ახორციელებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 1, 279, 750.00 ლარს. ეწერის საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 233 414.41ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აგრომშენსერვისი ასრულებს . ახალი საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი. უახლოეს დღეებში დაიწყება წალენჯიხის
#4
საჯარო სკოლის მშენებლობაც. სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საგანმანათლებლო რეფორმის ძირითადი პრიორიტეტია.
#სამეგრელო
#წალენჯიხა
#ნაკიფუ
#კანთის
#ეწერი
#სკოლებისმშენებლობა
#zugdididaily
0