ეპიდვითარება შიდა ქართლში - 4 დეკემბრის მონაცემები
Gori Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში Covid19-ის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 152 704
გამოჯანმრთელებულია - 126 904
გარდაცვლილია - 1 425
კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 241
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 899
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 671
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#goridaily