უგზო-უკვლოდ დაიკარგა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერი პარკ ვონ-სუნი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ხუთშაბათის შემდეგ გაუჩინარდა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერი პარკ ვონ-სუნი. მისი ქალიშვილის თქმით, მამამისის მიერ ჩაწერილი სატელეფონო მესიჯი ანდერძს ჰგავს. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მობილიზებულია 150 პოლიციელი, დრონი და მეძებარი ძაღლი. პოლიციის ცნობით, მისი მობილური ტელეფონი გამოთიშულია. პარკი - დიდი ხნის სამოქალაქო აქტივისტი და ადვოკატი ადამიანის უფლებების სფეროში - სეულის მერად 2011 წელს აირჩიეს. ის ქალაქის პირველი მერია, რომელიც შარშან მესამე ვადით აირჩიეს ამ თანამდებობაზე. პრეზიდენტ მუნ ჟე-ინის ლიბერალურ-დემოკრატული პარტიის წევრი პარკ ვონ-სუნი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციურ კანდიდატად მიიჩნევა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30716248.html #ახალი_ამბები #twitter