სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება

0
დღეს, 14 მაისს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. აქამდე არსებული მოცემულობით, 16 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას ვადა დღეს, 14 მაისს (17:00 სთ-ზე) გასდიოდა და 30 დღით გახანგრძლივების შემდეგ ის 13 ივნისს (17:00 სთ-ზე) დასრულდება. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კორონავირუსული პანდემია კვლავ უქმნის ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს, რაც უფრო ფართო ჭრილში არღვევს ადამიანთა ნორმალური ცხოვრების დღისწესრიგს და ამასთან, ჯერჯერობით ვერ ხერხდება COVID-19-ით ინფიცირების შემცირება. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, აქამდე არსებულმა თვითიზოლაციისა და საგანგებო მდგოამარეობის რეჟიმმა ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები 5-ჯერ გაზარდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#Armenia
#restrictions
#emergency
#state
#headline
0