საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირება ზაფხულშიც იკრძალება

Tbilisi Daily

ზაფხულის მიუხედავად საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირების აკრძალვა დარჩება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამ აკრძალვის გაუქმება განსაკუთრებით რისკის შემცველია ტრანსპორტში, ვინაიდან ეპიდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების ჯაჭვის პოვნა გართულდება. „ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ გავიზიაროთ პრაქტიკა, რომელიც ჩვენი ტიპის ქვეყნებს აქვთ, ჩრდილოეთის ქვეყნებს ეს პრობლემა ნაკლებად გააჩნიათ, სამხრეთის ქვეყნებში კი ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას. ჯერჯერობით მათი მიდგომაც რჩება იგივე - კონდიცირება წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის სწორი მოწყობის. მნიშნელობა აქვს იმ ფაქტს, თუ როგორი ტიპის კონდიცირებაა შენობაში; სწორედ ამის მიხედვით მოხდება შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ თითოეული შენობა-ნაგებობის შესწავლა და გამონაკლისების დაშვება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. news კონდიცირება აკრძალვა tbilisidaily