კონგრესმენები შიშობენ რომ TikTok-ს ჩინეთი არჩევნებში ჩარევისთვის გამოიყენებს

Tbilisi Daily

რესპუბლიკელი სენატორები, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ შეაფასოს, რამდენად შესაძლებელია, ჩინეთმა პოპულარული აპლიკაცია აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთის გამოიყენოს. გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტისა და დაზვერვის ხელმძღვანელის მისამართით გაგზავნილ წერილს სენატორები მარკო რუბიო, ტომ კოტონი და სხვა რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებელი აწერს ხელს. „ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ, შესაძლოა გამოიყენოს საკუთარი კონტროლი „TikTok”-ზე, რათა ხელი შეუშალოს და მანიპულირება მოახდინოს პოლიტიკურ დისკუსიებზე და თავისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგების მისაღწევად, უთანხმოება გააღვივოს ამერიკელებს შორის“ - ნათქვამია ოფიციალურ წერილში. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკანასკნელ არჩევნებზე, სხვა მსგავსი პლატფორმების გამოცდილების გათვალისიწნებით, “TikTok” საკუთარ უსაფრთხეობაში ინვესტიციებს დებს. #პოლიტიკა #ახალიამბები