საჩხერეში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
Kutaisi Daily
გუშინ ღამით საჩხერეში რამდენიმე მდინარის ადიდებამ სტიქია გამოიწვია. წყალმა ადგილობრივების სასოფლო-სამეურნეო სავარგულეებშიც შეაღწია. გუშინ დაზარალებულ რეგიონს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ეწვია. მისი თქმით, ზარალის დათვლა დღეს დაიწყება:
"საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის რამდენიმე მდინარე, გადმოვიდა კალაპოტიდან, დაზიანდა საავტომობილო გზები, დაზიანდა რამდენიმე სოფელში გაბიონები, რამდენიმე ადგილზე სავარგულებში შევიდა წყალი. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა ზიანზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ხვალიდან კომისია, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, დაადგენს ზიანის ოდენობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და გვეცოდინება კონკრეტულად, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ საჩხერის მოსახლეობას", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
#სტიქია #საჩხერე #ზვიადშალამბერიძე #kutaisidaily