ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე გადაადგილების შეზღუდვა არ გაუქმდება - საკოორდინაციო საბჭო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საკოორდინაციო საბჭომ უარი უთხრა აზერბაიჯანული თემის მოთხოვნას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის ერთი დღით მოხსნასთან დაკავშირებით.
'საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამითგადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.
კულტურულ-რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია. შესაბამისად მსგავს დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არაა', - განაცხადამთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა.