20 ივნისიდან ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეემატება

Gori Daily

შიდა ტურიზმის მხრივ ვიზიტორების მომსახურებას მიმდინარე კვირიდან უფლისციხის მუზეუმ- ნაკრძალი განაახლებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკვე მზადაა აღნიშნული სივრცე ჯანდაცვითი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ეტაპობრივად გახსნას. ამასათან, ტურისტული ნაკადების გაზრდის სტიმულირებისთვის სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალში მომსახურების სატარიფო განაკვეთებს შეცვლის და მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვიზიტორებითვის ბილეთის ფასი განახევრდება. შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად რეგიონში ის ობიექტები დაათვალიერა, რომლის მონახულებასაც 20 ივნისიდან დამთვალიერებლები შეძლებენ. ასევე, ახლო მომავალში სრული დატვირთვით ამოქმედდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციით იქნება აღჭურვილი. ტურისტულ მარშრუტებს შეემატება რესტავრირებული და ორიგინალური ატრაქციებით გამრავალფეროვნებული სხვილოს ციხეც. აღნიშნულ ობიექტებზე სარეაბილიტაციო და სამუზეუმო მოწყობის სამუშაოები განხორციელების ეტაპზეა და მათი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. goridaily #მუზეუმი #შიდაქართლი