ესპანეთში, სახლიდან გამოასახლეს კაცი, რომელიც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა

Tbilisi Daily

ესპანეთში, ცხოველების დამცველებმა სახლიდან გამოასახლეს კაცი, სადაც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. კაცის სახლის ფართობი 100 კვ/მეტრია, მან სახლში კატების წყვილი მოიყვანა, რომელიც გამრავლდა. თავიდან ცხოველთა უფლებების დამცველები კატების რაოდენობას ვერ ითვლიდნენ. მათი გათვლებით, სახლში 90 კატა ცხოვრობდა. კაცის და კატების გამოსახლების შემდეგ, ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების შტაბ-ბინებში ცხოველებისთვის საკმარისი ფართი არ აღმოჩნდა. ამიტომ ისინი მოუწოდებენ იმ ადამიანებს, ვისაც ცხოველები უყვარს შეიფარონ ისინი, ვიდრე მათთან ვეტერინარები მივლენ და კატებს სტერლიზაციას ჩაუტარებენ.