2 პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში და მათი მდგომარეობა ფასდება მძიმეთ - სოლოღაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143587 ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, საავადმყოფოში ამჟამად 43 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მისი თქმით, აქედან 6 ახალი შემთხვევაა. „ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში 51 პაციენტი მკურნალობს. აქედან, 43-ს აქვს კორონავირუსი დადასტურებული. აქედან, 10-ია 18 წლამდე მოზარდი. 2 პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში და მათი მდგომარეობა ფასდება მძიმეთ. დანარჩენი პაცეინტებიდან 6-ია ახალი. ესენია ბოლნისის კლასტერი და კარანტინის სივრცე. ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე რეანიმაციულ დეპარტამენტში გადავიდა. 4 პაციენტი გამოჯანმრთელებას ელოდება, აქედან 1 ბავშვია. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა სოლოღაშვილმა. საქართველოში კორონავირუსით 701 პირი დაინფიცირდა, აქენდა 12 გარდაიცვალა და 432 განიკურნა.