უკრაინაში მამაკაცმა მძევლები აიყვანა

Tbilisi Daily

შეიარაღებული პირი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუცკში ავტობუსს თავს დაესხა და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა, აცხადებს, რომ ავტობუსი და ქალაქის ერთ-ერთი ადგილი დანაღმა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საუბარია იმ აუდიოჩანაწერში, რომელიც ჟურნალისტებს ერთ-ერთი მძევალი ქალის შვილმა გადასცა. უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუცკში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა. ინციდენტის ადგილიდან სროლის ხმა ისმოდა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს იარაღი და ასაფეთქებელი მასალა აქვს. მისივე ცნობით, თავდამსხმელის მოთხოვნები ჯერ–ჯერობით უცნობია. "ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდეს. საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი", – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. პოლიციას ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაემგზავრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია. #პოლიტიკა