აჭარაში ინფიცირების შემთხვევებმა იკლო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარაში ინფიცირების შემთხვევებმა იკლო. დღეს, რეგიონში 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანაში პირველ ადგილზე თბილისია. აჭარაში კი, იკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა.
„სამწუხაროდ, ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა და თბილისში არის 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში საბედნიეროდ, იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და გახლავთ 172 პაციენტი, მესამე ადგილზე კვლავ იმერეთია 117 პაციენტით. - განაცხადა ენძელაძემ.
გასულ დღეებთან შედარებით, დღეს რეგიონში კორონავირუსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.