ბულგარეთის პოლიციამ დაშალა ანტი-სამთავრობო ბანაკი, რომელიც გზაჯვარედინებს კეტავდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბულგარეთის პოლიციამ 7 აგვისტოს გაწმინდა გზაჯვარედინები ბლოკადისგან, რომელიც დედაქალაქ სოფიაში და სხვა ქალაქებში ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეებმა მოაწყვეს გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის კონსერვატული მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაკავებუი ჰქონდათ სოფიის სამი მთავარი გზაჯვარედინი 29 ივლისის შემდეგ. ეს იყო წლების განმავლობაში უდიდესი საპროტესტო გამოსვლების ნაწილი ევროკავშირის წევრ ღარიბ სახელმწიფოში.
დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს ქალაქებში პლოვდივსა და შავი ზღვისპირა ვარნაშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, „ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ყველა გზაჯვარედინზე, რომლებიც გადაკეტილი იყო“. პოლიციის ცნობით, მას ძალა არ გამოუყენებია, მხოლოდ ცოტა ხნით დააკავა 12 დემონსტრანტი, რომლებიც მალევე გაუშვეს.
საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნიკოლაი ჰაჯიგენოვმა განაცხადა, რომ ბლოკადებს კვლავ მოაწყობენ და ამჯერად მთელ ქვეყანაში.
ათასობით დემონსტრანტი გადიოდა სოფიის და სხვა ქალაქები ქუჩებში თვის განმავლობაში და მოითხოვდა ბორისოვის კაბინეტის გადადგომას. მთავრობას, ასევე გენერალურ პროკურორს ისინი ბრალად სდებენ პროტექციონიზმსა და კულისებიდან მოქმედი ოლიგარქებზე დამოკიდებულებაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30771472.html
#ახალი_ამბები
#twitter