ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ​კორონავირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ოკუპირებულ რეგიონში სულ COVID19-ით ინფიცირების 3 036 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, 31 გარდაიცვალა, 1 267 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.