ზუგდიდის მე-2 საბავშვო ბაღის აღმზრდელს კორონავირუსი დაუდგინდა

Tbilisi Daily

ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღში 12 ოქტომბერს სასწავლო პროცესი არ განახლდება. მიზეზი კი ახალი კორონავირუსია, რომელიც ბაღის ძიძას დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მერიაში ასევე ამბობენ, რომ კონტაქტების მოსაძიებლად მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამასთან, ბაღის თანამშრომლები, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში გადავიდნენ, საბავშვო ბაღს კი დეზინფექცია ჩაუტარდა