ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე – მელია

Pirveliradio Ge

ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე – ამის შესახებ განცხადება, გლდანის ოლქში ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა. "ბევრი კოლეგა შევიკრიბეთ, ბევრნი, სამწუხაროდ, არჩევნების გამო არიან სხვადასხვა რეგიონებში და არ არიან დედაქალაქში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილება სწრაფად იყო მისაღები. ამ ეტაპზე მიღებულია ეს გადაწყვეტილება: ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. ეს არ იყო არჩევნები და ყველამ დავინახეთ, რასთანაც გვქონდა საქმე. ამიტომ, მოკლედ და კონკრეტულად, ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ვთქვით, მაგრამ მთავარს ვამბობთ ახლა და კიდევ უფრო მთავარს ვიტყვით ხვალ. 16:00 საათზე ყველანი რუსთაველის გამზირზე", - ამბობს ნიკა მელია.