"რუსთავი2"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას, თავად ტელეკომპანია ავრცელებს. ცნობის თანახმად, ინფიცირებული საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" ერთ-ერთი ჟურნალისტია.  "ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები  მიმდინარეობს",- ნათქვამია ტელეკომპანიის ინფორმაციაში. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა. გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. .   https://www.radiotavisupleba.ge/a/30833560.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)