როდემდე იქნება პირბადის ტარება სავალდებულო?
Tbilisi Daily
„პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა დარჩეს იქ, სადაც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, ანუ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მანამ, სანამ, მინიმუმ ჩვენ ირგვლივ რეგიონსა და მაქსიმუმ მთელ მსოფლიოში არ იქნება ეპიდემიის ისეთი დაღმავალი ტალღა, როგორიც საქართველოშია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება საქართველოში სავალდებულო 17 აპრილიდან გახდა. პირბადის არ გამოყენების გამო გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა მოქალაქეებისთვის 20 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარს შეადგენს.
პირბადე თენგიზცერცვაძე
TbilisiDaily