საქართველოში მიწისძვრა მოხდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 22:53 საათზე დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი ბორჯომთან იყო.