კოვიდინფიცირების 7 ახალი შემთხვევა საქართველოში

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 333. #ახალიამბები