ვიზიტი ახალ სიღრმეს შესძენს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერებას - ირაკლი კობახიძე 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

'ქართულ ოცნებაში' რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მაიკლ პომპეოსვიზიტი შეაფასეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ვიზიტი ახალ სიღრმეს შესძენს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერებას. 'ეს ვიზიტი არის საქართველოს და ამერიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე აშშ-ს მხრიდან საქართველოს პროამერიკული ხელისუფლებისმხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საქართველოში პომპეოსვიზიტი ახალ სიღრმეს შესძენს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერებას და გაღრმავებას'-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.