საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო რელიგიური გაერთიანებების სარჩელი ქონების გადასახადზე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143467 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ცხრა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც საგადასახადო კოტექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც არაეკონომიკური მიზნით გამოყენებულ მიწაზე ქონების გადასახადისგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ათავისუფლებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება. "კერძოდ, გასაჩივრებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს არ ათავისუფლებს მიწის გადასახადისგან მიწის არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში, განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსგან, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადისგან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც ასევე დისკრიმინაციულ პირობებს აწესებდა რელიგიური ოგანიზაციებისთვის." - აცხადებენ ტოლერანტობისა და მრავალდეროვნების ინსტიტუტში.
0