კრიმინალური ავტორიტეტი - ვინ არიან “კაიბიჭები” და “მუჟიკები” ?

0
ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი, ე.წ "კანონიერი ქურდები" სსრკ-ს პროდუქტს წარმოადგენს. იაგოდასა და სტალინს სურდათ, რომ კრიმინალი კანონში მოექციათ და სათავისოდ გამოეყენებინათ, სწორედ ამიტომ შეიქმნა ის "ინსტიტუტი" რომელიც ხან კრიმინალურ და ხან რომანტიზირებულ "ორგანიზაციად" გვევლინება. მაშასადამე, დავიწყოთ პირველი კანონიერი ქურდების რაობით. მათ არ ქონდათ ოჯახის ყოლის, სახლის, კერძო საკუთრებისა და გაზეთის კითხვის უფლება. როგორც მრავალი სხვა კრიმინალური დაჯგუფება, "კანონიერი ქურდებიც" იერარქიას ემორჩილებიან. ზედა ნაწილში სწორედ ისინი დგანან, შემდეგ არიან კაიბიჭები, მომავლები, მაყურებლები და ტორპედო, ამის შემდეგ მოდის მუჟიკი, შემდეგ პეხოტა, ქვედა და უკადრებელი ნაწილია ძაღლი, ნასედკა და პრაშლიაკები, ხოლო ბოლო ადგილს ე.წ ქათმები იკავებენ. ქურდული სამყაროს მთავარი პოსტულატებია: სახელმწიფოს უარყოფა, პირს არ უნდა ჰქონოდა კავშირი საჯარო სამსახურთან, არ უნდა იყოს გადასახადების გადამხდელი, არ უნდა ჰქონდეს ნამსახურები ჯარში და არ უნდა სცემდეს პატივს ქვეყნის კონსტიტუციას (ვინაიდან კანონი მხოლოდ ქურდული არსებობს) ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია "ქურდულ სამყაროში" მიღების წესი, რაც ბევრ მითსა თუ თქმულებასთან არის დაკავშირებული, თუმცა შევეცდები მინიმალურ ცვლადებამდე დავიყვანო. პირველ რიგში აუცილებელია რომ იყოს რამოდენიმეჯერ დაჭერილი, რა თქმა უნდა "ქურდული" იდეოლოგიის გამზიარებელი, უნდა იყოს კრიმინალური ავტორიტეტი თავის სოციუმში, ასეთი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ იკრიბება "სხოდკა" და წყვეტენ მომავალი "კაი ბიჭის" ბედს. ახლა კი წარმოგიდგენთ ქურდული სამყაროს შესახებ სტატისტიკას : 485-დან ციხეში მხოლოდ 118 კანონიერი ქურდი იმყოფება, ქურდების 47% 35-50 წლამდეა, ხოლო 58% კანონიერი ქურდებისა ქართველია.
#კანონიერიქურდი
#პოლიტიკა
#დამნაშავე
#ქუჩა
#კაიბიჭი
0