ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.შეიძლება იყოს მწვავე (ანგინა) და ქრონიკული.
ქრონიკული ტონზილიტი ჩვეულებრივ ვითარდება ანგინის ან სხვა ისეთი ინფექციური დაავადების (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერია) გადატანის შემდეგ, რომელსაც დაერთვის ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლადაც.
მწვავე ტონზილიტის სიხშირე შედარებით მაღალია გვიანი შემოდგომიდან ადრეული გაზაფხულის პერიოდამდე. იგი უფრო ხშირია 5-10 წლის ასაკის ბავშვებში.
მიზეზები:
ტონზილიტის ძირითად გამომწვევს წარმოადგენს
?ვირუსული (40%)
? ბაქტერიული (30%) ფლორა.
ვირუსებიდან უხშირესია ადენოვირუსი, ხოლო ბაქტერიებიდან B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.
სიმპტომები:
ტონზილიტის კლასიკური სიმპტომები მოიცავენ:
ყელის ტკივილს;
ყლაპვის გაძნელებას;
ცხელებას;
საერთო სისუსტეს;
თავის ტკივილს;
ნუშურა ჯირკვლები შესიებულია, შეწითლებული ან მათზე აღინიშნება ჩირქოვანი ნადები;
კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები შესიებულია.
ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში უფრო შესაძლებელია დაავადების გამომწვევი ბაქტერია იყოს.
#news
#opinion
#health
#forhealth
#healthylife
Tbilisi