სკანდალური პოსტი TBC ბანკის შიდა სამზარეულოს შესახებ

0
გუშინ, საღამოს, საქართველოს მოქალაქემ საკმაოდ სკანდალური პოსტი გაავრცელა თიბისი ბანკის შესახებ, რომელსაც ახლა თავიდანბოლომდე გთავაზობთ. ველოდები თქვენს აზრს ამ თემასთან დაკავშირებით. პოსტის ავტორი მეკო არსანიძეა. , , მეგობრებო, თქვენ გესაუბრებათ გაღიმებული კონსულტანტი და გგონიათ მაგარი ტიპია რადგან მუშაობს "N1 ბანკში" ვეცდები ძალიან მოკლედ მოგიყვეთ რა ხდება TBC ბანკის შიგნით. 3 წელი ვიმუშავე თბს ბანკის ქოლცენტრში, აქედან ბოლო 2 წელი ონლაინ კონსულტანტი ვიყავი. ქოლცენტრში მისვლის პირველივე დღეს გაფრთხილებენ, რომ საჭირო ოთახში ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ვერ გახვალ, როცა შენ მოგინდება. უნდა ჩაეწერო რიგში, მორიგესთან რომელსაც ჯგუფის უფროსს ეძახიან, შენს მინაწერს ეს ზემოთ ხსენებული სავარაუდოდ დღის ბოლომდე ნახავს, რადგან განსახილველი აქვს სხვა განყოფილების უფროსმა რამდენჯერ უღალატა ქმარს. იწყება ტრენინგი, თეორიას გასწავლიან, შემდეგ გტოვებენ კლიენტთან, რომელსაც პრობლემა აქვს და შენ ვერ ეხმარები, იმიტომ რომ არ იცი! შემდეგ გაღიზიანებული კლიენტი გაყენებს პირად შეურაცხყოფას, გაგინებს და გიფიქსირებს პრეტენზიას. ამის შემდეგი გაჩერება უკეთეს შემთხვევაში განყოფილების უფროსის კაბინეტია, ხოლო უარეს შემთხვევაში საერთო სივრცე სადაც შენი ასამდე თანამშრომელი ზის და გამხეცებული უფროსი გაყენებს პირად შეურაცხყოფას, გლანძღავს და გიკივის, იმის გამო რომ რაღაცა არ იცი და დასახმარებლად როცა ჯგუფის უფროსს მიმართე ის ისევ მოღალატე ცოლს განიხილავდა. წლებთან ერთად სწავლობ საბანკო პროდუქტებს გვერდით მჯდომი ძველი თანამშრომლების დახმარებით, რომლებიც შენსავით ბულინგთან ერთად შარდის ბუშტის ანთებით იტანჯებიან. შემდეგ მოდის ახალი სეზონი, ბანკი გირიცხავს ანგარიშზე თანხას დანიშნულებით "წამახალისებელი ბონუსი", რომელიც სრულად უნდა გადარიცხო უფროსის ანგარიშზე, რათა "მაღალი რგოლი" გაემგზავროს ლოპოტაზე ან ციხისძირში. აქვე აღვნიშნავ რომ ზემოთ ხსენებული ფულის გათეთრების სქემა ამ წელს ჩავარდა რადგან მენეჯმენტი შეიცვალა და სავარაუდოდ ახალ უფროსთან "გაიასნებული" არ აქვთ ეს თემა. შენობაში არის ანტისანიტარია, ჩაბინძურებული სკამები და ტექნიკა. როდესაც თანამშრომელი რამეს დააშავებ ან უფროსს თვალში არ მოუხვალ უფროსი გიბარებს კაბინეტში და გაიძულებს საკუთარი ნებით დაწერო განცხადება. იანვარში განყოფილების უფროსმა კლიენტთან უწყინარი ხუმრობის გამო მომთხოვა განცხადების დაწერა(რისი უფლებაც თავად განყოფილების უფროსმა მოგვცა და ჩემი თანამშრომლები ბონუსით დაასაჩუქრეს ( ეს ბონუსი არ მიუთვისებიათ ოღონდ)) რაზეც რა თქმა უნდა უარი ვთქვი და მოვითხოვე დაეწერათ გათავისუფლება, ზემოთ მოყოლილიდან მიხვდებით რა სიტყვებით შემამკო უფროსობამ. განცხადება არ დავწერე, ზუსტად 10წუთში გამითიშეს ყველა საბანკო პროგრამა. ამის შემდეგ მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ რომ განცხადება უნდა დამეწერა, როცა მიხვდნენ რომ არ დავწერდი დამიბარეს და გამომიცხადეს, რომ სასჯელის ზომად განმესაზღვრა დაქვეითება, ისიც დროებით და შემდეგ არაა პრობლემა სხვაგან გადახვალო. (არქივში, ოღონდ კონკურსია იცოდე და თუ მოხვდები ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ არისო) ამაზეც უარი ვთქვი, როგორც თავიდან მათავისუფლებდით ეხლა დამიწერეთ გათავისუფლება და წავალთქო. ამის შემდეგ მიგზავნიდნენ წერილებს, რომ სამსახურში არ გამოვცხადდი ( დაქვეითებულ პოზიციაზე) და შემიჩერდებოდა ხელფასის დარიცხვა. ამ პერიოდში გავიკეთე გლანდების ოპერაცია, მარტის დასაწყისში მივედი თბსის ქოლცენტრში თუმცა უფრისმა გასაუბრება არ მოისურვა. მივწერე კადრების განყოფილების თანამშრომელს, რომელიც ასევე ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს და რომლის წინაშეც ჩემი მოძალადე უფროსები მეტად კეთილგანწყობილი მესაუბრებოდნენ , მოვიკითხე ჩემი საქმე, რაზეც პასუხად მივიღე გათავისუფლების დოკუმენტი სამსახურში არ გამოცხადების ნიადაგზე. რა თქმა უნდა მაქვს ფულის გათეთრების ამონაწერიც და აუცილებლად მივაწვდი შესაბამის სამსახურებს. მეგობრებო, ქოლცენტრში როცა რეკავთ ფსიქიკა შერყეული და შარდისბუშტ ანთებული ოპერატორი გპასუხობთ, რომელსაც ანაზღაურება 480 ლარი აქვს და კვირაში ერთი დღე ისვენებს. P.s ვიცი ამას არცერთი ჩემი ყოფილი თანამშრომელ- მეგობარი ვერც კი მოიწონებს(ალბათ რეაქციებს მიხვდებით ) არაუშავს მეგობრებო, მიხარია რომ თქვენი სათქმელიც ვთქვი, მართალია სრულად ვერა, მაგრამ მაინც."
#news
#opinion
#business
#tbc
#tbcbank
#სიახლე
#სიახლეები
#ბიზნესი
#თიბისი
#თიბისიბანკი
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0