10 votes
0 comments
0 shares
Save
8 views
ვაჟა გულიაშვილი
Tbilisi · 1 year ago

მერე იტყვიან ულვაშიანი გოგოები არ მოგვწონსო 🚀 🐈


ვაჟა გულიაშვილი
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
სტალინის და ტროცკის დაპირისპირება
1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტ
სტალინის და ტროცკის დაპირისპირება
1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტ
Irina Toronjadze
Tbilisi · 3 months ago
დედის როლი-2
ამ დასკვნამ საინტერესოდ გაიჟღერა ჩემთვის, მართლაც ! „Cherchez la femme“... ყველაფრის უკან ქალი დგას, მაგრამ თავისი უბედურების უკანაც თვითონ თუ იდგა ამაზე პირველად დავფიქრდი... ხშირად ხდება ხოლმე, როცა პრობლემაა, მის გადაწყვეტას გარეთ ვეძებთ; გამოსავალს სხვა ადამიანების ქცევის, დამოკიდებულების შეცვლაში ვხედავთ და ვეჭიდავებით. ყველგან ვიყურებით - გარდა საკუთარი თავისა. რაღაცნაირად ვერ აღვიქვამთ საკუთარი თავის მნიშვნელობას პრობლემასთან. მე ვიტყოდი განათლება, განათლება არის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ საკითხის... მაგრამ არის რაღაც სხვაც... საზღვარგარეთ ყოფნისას ბევრ რამეს სწავლობ ადამიანი, იმასთან ერთად რის სასწავლებლადაც კონკრეტულად იქ ჩახვედი. შესაბამისად ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგისტრატურის კურსზე, ძალიან კარგად დავინახე, რომ ყველა სტუდენტს ნათლად აქვს წარმოდგენილი ის თუ რისთვის არიან იქ. აქვთ გააზრებულად ჩამოყალიბებული მთელი გეგმა, იციან სად იქნებიან უახლოეს 2 წელიწადში, როგორც სწავლის , ისე მათი სოციალური ცხოვრების მხრივ. თავისუფლად დგანან უამრავი საინტერესო გამოწვევების წინაშე და შესწევთ უნარი მათ მიერ არჩეულ ინტერესს სათანადოდ შეხვდნენ და მიიღონ ის, რასაც ელიან. ენერგია და მიზანმიმართულება იგრძნობა. ამის და სხვა რაღაცეების გამოც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი ხალხია ეს დასავლელები. აფასებენ ცოდნას, ძალისხმევას, მიღწევებს. ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. ბევრი გვქონდა საერთო, ბევრი რამითაც განვსხვავდებოდით. ერთ საღამოს, ლექციების, გემრიელი ვახშმის შემდეგ, ჭიქა წითელი ღვინოს დესერტად მირთმევისას, მომავალ გეგმებზე ვსაუბრობდით. ზოგი ნამდვილ,ზოგიც ჰიპოტეტურ გეგმებზე... ათასი რამე ითქვა, ასეთიც, ისეთიც, თუმცა მე მენიშნა რომ ყველას ავიწყდება მთავარი! არავის გეგმაში, არც ახლო, არც შორეულ მომავალში, არ შედიოდა ოჯახის შექმნა როგორც ასეთის! ბოლოს დავსვი სავარაუდოდ ძალიან გულუბრყვილო კითხვა : - კი მაგრამ გათხოვებას/ცოლის მოყვანას არ აპირებთ?! მათ ძალიან მარტივად მიპასუხეს, რომ- არა! როგორც გეგმა -მათ ეს არ აქვთ, თუ აეწყობათ ცხოვრება შესაბამისად, იფიქრებენ ამაზე, მაგრამ იდეაში, ახლა ამ გადმოსახედიდან ოჯახის შექმნა არ უნდათ. -როგორ?! -აღმომხდა მე ფრიად შოკირებულს: - აბა რას აპირებთ?! ოჯახი შვილები არ გინდათ?! რა უნდა აკეთოთ მთელი ცხოვრება?! მივხვდი რომ არ ელოდნენ ჩემს ასეთ რეაქციას ამ თემაზე. არც მე ველოდი ჩემი თავისგან. აღმოჩნდა, რომ ეს თემა - ოჯახი, გათხოვება, შვილები, იმდენად შერწყმულია ჩემს ცნობიერებაში, რომ ვერ მივხდი, რეალურად რამდენად განსაზღვრული ვარ ამ დამოკიდებულება-წარმოდგენებით. - შენ რომ ხარ და კიდევ და და ძმა რომ გყავს - ხომ კარგია?! რატომ არ უნდა გყავდეს შენც ოჯახი და შვილები?! რას ქვია არ იცი ოჯახი გინდა თუ არა? რას ქვია შვილები არ გინდა?!- გაუჩერებლად გავიძახდი მე. მათ კი ეცინებოდათ ჩემს ასეთ წრფელ აღშფოთებაზე. ბევრი ვიკამათეთ, უშედეგოდ. ბოლოს მითხრეს, რომ ჩვენ ვიღებთ შენს ტრადიციულ შეხედულებებსო და ნება მოგვეცი ჩვენ ჩვენი შეხედულება გვქონდეს და გვაპატიე თუ არ გავთხოვდებით/ცოლს არ მოვიყვანთო. სასაცილო ოყო მათთვის. ამის მერე მათ იცოდნენ ჩემი ეს მხარე და სავარაუდოდ სწავლის დამთავრების შემდეგ პირველი, რასაც ჩემგან ელოდნენ, საქორწილო მოსაწვევი იყო. ამ უმნიშვნელო,სახალისო, სამზარეულოს დისკუსიამ ჩემთვის სხვა მნიშვნელობა შეიძინა. დავინახე, რომ მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ვარ განსაზღვრული ჩემი ,როგორც ქალის, როლით: ქართველი, კულტურულ-ტრადიციული ქალის როლით,რაც გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ჩემს სურვილებს, არჩევანს, აზროვნებას, ქცევას, დამოკიდებულებას, მომავალს ზოგადად. უცებ გაცხადდა ყველაფერი - კი ვისწავლე, სამსახურიც მაქვს, აქამდეც მოვედი და ვსწავლობ კიდევ, მაგრამ თურმე ჩემთვის ცხოვრების მთავარი ამოცანა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა მაინც გათხოვება, ოჯახის შექმნა და შვილების ყოლაა! აღმოჩნდა ,რომ ემოციურად და ბოლომდე გაუცნობიერებლად არაფერს ვთვლი ამაზე მნიშვნელოვნად. განსაკუთრებით მაინც ქალები არიან მთელი ამ სიმძაფრით დატვირთულნი, რადგან კაცისთვის სიმძაფრე ზავდება ფულის შოვნის, ზოგადად კეთილდღეობის საშუალებების მოძიებით. აქ გამოჩნდა რამდენად წინასწარ გადაწყვეტილია ყველაფერი ჩემთვისა და ბევრისთვის,რადგან ეს არ არის გააზრებული არჩევანი - არამედ ფაქტიურად განპირობებულობაა . რა გამოდის??! კულტურულ-ტრადიციული მოტივებიდან გამომდინარე, არ დევს მაინცდამაინც დიდი ინტერესი ქალის გონიერება-ნიჭიერებაში, არც მის ინტერესებს და მისწრაფებებს ენიჭება შესაბამისი წონა და მისი პროფესიონალიზმი/კარიერიზმი საერთოდ დიდად მოთხოვნადიც არაა, რადგან ყველაზე დიდი ქულა მას, მაინც, ოჯახის შექმნაში ეწერება. არავინ ფიქრობს ნამდვილ განათლებაზე, აზროვნებაზე, ნიჭის გაღვივებაზე, წახალისებაზე, არავინ გიშლის ცხოვრების სპექტრუმს... და როცა ეს ასე ხდება - პირველ, მეორე, მესამე ან დამამთავრებელ კურსზე რომ თხოვდებიან „კარგი გოგოები“, მათთვის მართლაც არაფერია ოჯახის შექმნაზე უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ ეთმობათ ყველაფერი, სწავლაც, განათლებაც, საკუთარი ინტერესებიც, ნიჭიც, კარიერაც და აბსოლიტურად ყველაფერი ამ ქვეყანაზე... ... და აი მერე, ამ „კარგი გოგოების“ უმრავლესობა არის ჩვენი კარის მეზობელი, რომელიც ყოველ ღამე და ხანდახან დღეც, შიშის ქვეშ ითმენს,უძლებს და ეგუება ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ კედლის იქით ვისმენთ...
AstroGeorgia
Tbilisi · 2 weeks ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ყველაზე დადებითი უარყოფითი გმირი. უცნობი ფაქტები დედპულის შესახებ
🤫 პანსექსუალური თავგადასავლები 🧐 ყველა გმირს აქვს სასიყვარულო ისტორია. ამიტომაც პირველი ფილმის შემქმნელებმა უეიდ უილსონს მშვენიერი პარტნიორი – ვანესა (მორენა ბაკარინის გმირი) მოუძებნეს. რაიან რეინოლდსი ამბობს, რომ პირველი ნაწილი რომანტიკული ფილმია, სიქველი კი ამ წყვილის ურთიერთობას კიდევ უფრო განავითარებს. სინამდვილეში, კომიქსების მიხედვით დედპული ტრაგიკული გმირია. მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ძნელია, მუდმივი პარტნიორი ჰყავდეს. სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ დედპული პანსექსუალია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ან რომანტიკული გრძნობები ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სქესი და გენდერული იდენტობები. მიუხედავად იმისა, რომ დედპულს მეგობარი გოგოები არ აკლია, აქვს პერიოდები, როდესაც კეიბლის მომხიბვლელ ტანზე ფიქრობს. ის ხვდება უცხოპლანეტელებს და სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სიკვდილთან. კომიქსებში გვაქვს სასიყვარულო სამკუთხედი – დედპული, სიკვდილი და თანოსი. ⚡ ვამპირული საქორწილო ზარები ⚡ Marvel-ის კომიქსების სამყაროში დრაკულა ერთ-ერთი ჩვეულებრივი გმირია. ის, როგორც წესი, ვამპირებს ხელმძღვანელობს, სისხლით იკვებება და პერიოდულად ბლეიდთან აქვს შეტაკება. თუმცა, ერთხელ მისი და დედპულის გზებიც გადაიკვეთება… ვამპირების მეფემ მოლაყბე დაქირავებულ მკვლელს დაავალა, მოეძებნა კრისტალის კუბო, სადაც მისი საცოლე – შიკლა გახლდათ გამომწყვდეული. საქმროსთვის სამწუხაროდ, რამდენიმესაუკუნოვანი ძილისგან გამოფხიზლებულ შიკლას უეიდი მოეწონა. მისი არაორდინალური ქცევები და უკვდავება მიმზიდველი აღმოჩნდა ახალგაღვიძებული ქალბატონისთვის. ისინი გადაწყვეტენ, ერთად იცხოვრონ მონსტროპოლისში. ესაა კატაკომბები ნიუ-იორკის ქვემოთ (აი, რამდენად დიდია კომიქსური სამყარო ეკრანიზაციებთან შედარებით). დიდ ქორწილსაც იხდიან, მაგრამ სამწუხაროდ, მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გრძელდება. 🤫 მისი ბოროტი ტყუპისცალი 🤫 დედპულის მთავარი უნარი რეგენერაციაა. უეიდს შეუძლია, მრავალი ტრავმა გადაიტანოს, აღიდგინოს დაკარგული ნაწილები და თავის გარეშეც კი იცოცხლოს. უხეშად რომ ვთქვათ, ის უკვდავია, და სწორედ ამის გამო ისეა დაკომპლექსებული, რომ სიკვდილთანაც კი ცდილობს ურთიერთობას. ვინაიდან დედპულის ორგანოები და ნაწილები ყველგანაა მიმოფანტული, სამყაროში გროვდება მისი ძალიან ბევრი ხელი, ფეხი, თითები და სხეულის სხვა ნაწილები. ეს ნაწილები ერთიანდებიან და ცოცხლდებიან ვოლტრონად – ბოროტ დედპულად. ბოროტი დედპული ცოტათი ფრანკენშტეინს გვაგონებს და საშინელი შესახედია: სხვადასხვა ზომის სხეულის ნაწილები, ორი მარჯვენა ხელი და ა.შ. მისი მთავარი მიზანი პარალელურ სამყაროებში სხვა ყველა დანარჩენი დედპულის განადგურებაა. 🤯 მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო 🤯 მკითხველებმა უეიდ უილსონი 1991 წელს გაიცნეს კომიქსიდან “New Mutants”. 1997 წლიდან კი ამ პერსონაჟმა დამოუკიდებელი კომიქსიც დაიმსახურა. ამის მიუხედავად, ირკვევა, რომ დედპული გაცილებით ადრე შეიქმნა, ვიდრე ჩვენ გვგონია. რამდენიმე წლის წინ Marvel-მა “შემთხვევით” აღმოაჩინა დედპულის საარქივო მასალა. ამ მასალიდან მკითხველებისთვის ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ეს პერსონაჟი 1970-იან წლებში შეიქმნა. თუმცა, სტენ ლიმ ეს გამოცემა დაბლოკა. მაშინდელი გადმოსახედიდან, ის ზედმეტად პროვოკაციული და სულელური ჩანდა. ახალ კლასიკურ გამოცემებში უეიდი ხვდება ტონი სტარკს, რომელიც ალოკოჰოლიზმით იტანჯება; კარგ დროს ატარებს რკინის მუშტთან და ლუკ კეიჯთან ერთად; ეხმარება ნიკ ფიურის დროში მოგზაურობასა და ადოლფ ჰიტლერის განადგურებაში. 🤓 დედპული და არანაირი კიტრი 🤓 უკვდავება არ ნიშნავს, რომ შენი მოკვლა გამორიცხულია. დედპულიც კი, რომელსაც ფერფლიდან აღდგომა შეუძლია, რამდენჯერმე მოუკლავთ. თუმცა, კომიქსებში არავინ კვდება სამუდამოდ. ამიტომაც უეიდი ცოცხლდება. მას თანოსი აცოცხლებს – სხვადასხვა სახით. გაცოცხლების შემდეგ ჩვენ ვხედავთ იდეალისტ დედპულს, დამსჯელ დედპულს, იუმორისტ, გიკ და მგრძნობიარე დედპულებს. მათ შორის ყველაზე უცნაური ის დედპულია, რომელიც ერთადერთ ფრაზას ამბობს: არანაირი კიტრი. ეს ამბავი DC-ის ცნობილი კომიქსის – სუპერმენის სიკვდილის პაროდიაა. როდესაც სუპერმენი დუმსდეისთან ბრძოლაში იღუპება, ჩნდებიან ახალი სუპერმენები, რომლებმაც არსებული სიცარიელე უნდა შეავსონ. 🌚 დედპული და მასობრივი გენოციდი 🌚 ზოგადად დედპული ანტიგმირია, მაგრამ მას გარკვეული ქცევის კოდექსი აქვს. მაგალითად, ის იცავს ბავშვებს და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც იბრძვის. დაეხმარა ანგელოზს იქს-ადამიანებიდან, საკუთარი სხეულის ნაწილი დათმო სუპერგმირის გადასარჩენად… თუმცა, ამის მიუხედავად, არის მომენტები, როდესაც უეიდ უილსონი სასიკვდილო მანქანად გადაიქცევა ხოლმე. ასე მოხდა 12101 დედამიწაზე მყოფი დედპულის შემთხვევაში. წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად, მან დაკარგა განსჯის უნარი და ყველა სუპერგმირი დახოცა. მერე ამაზეც არ გაჩერდა და დაერია ლიტერატურულ პერსონაჟებს, რომლებიც სუპერგმირების პროტოტიპები არიან. მათ შემდეგ გაგიჟებული დედპული გადავიდა კომიქსების ავტორებსა და მხატვრებზე, რომელთა დამსახურებაც გახლდათ მისი წყობიდან გამოსვლა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რას უზამდა დედპული იქს-ადამიანები: დასაწყისის შემქმნელებს, რომლებმაც ის ცუდ პერსონაჟად გამოიყვანეს…#დედპული #deadpool #opinion #hollywood #facts #news #photo #goodplaces #events
Sokhumi Daily
Sokhumi · 3 weeks ago
"დღევანდელი აფხაზეთი სახელმწიფო კი არა ჩემოდანია სახელურის გარეშე"
რუსი ტურისტის მიერ დაწერილმა სტატიამ რუსულ საიტზე დიდი გამოხ
"დღევანდელი აფხაზეთი სახელმწიფო კი არა ჩემოდანია სახელურის გარეშე"
რუსი ტურისტის მიერ დაწერილმა სტატიამ რუსულ საიტზე დიდი გამოხ
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მიმძიმს ამ რეალობის შეხედვა, იმის აღიარება... - მიტროპოლიტი გრიგოლი
ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, რ
მიმძიმს ამ რეალობის შეხედვა, იმის აღიარება... - მიტროპოლიტი გრიგოლი
ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, რ
Marneuli Daily
Marneuli · 1 week ago
კარანტინი ახალი ინიციატივების მიზეზიც გახდა
„კარანტინი ახალი ინიციატივების მიზეზიც გახდა“ მარნეულში პანდ
კარანტინი ახალი ინიციატივების მიზეზიც გახდა
„კარანტინი ახალი ინიციატივების მიზეზიც გახდა“ მარნეულში პანდ
Keti Pkhaladze
Bochum · 3 days ago
რას იტყვის ხალხი?!
თქვენ თუ (დავუშვათ და) აქამდე გეგონათ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების პირისპირ მარტო და სრულიად თავისუფლები დგახართ, ასე სულაც არ ყოფილა. და მოწვეულ სტუმრად იცით ვინ გვყავს? ქალბატონებო და ბატონებო, მიესალმეთ - მისი უდიდებულესობა, ხალხის აზრი - სტუდიაში ! (თუ ახლავე დარეკავთ და შეიძენთ, სახლში უფასოდ მიიღებთ 2020 წლის უახლესი სტანდარტებით დადგენილ ნორმატივებსა და ტენდენციებს.) ამას წინათ ვუსმენდი – ვიწუწუნებთ იმაზე, ვარდს რომ ეკლები აქვს, თუ გაგვიხარდება ის, რომ ეკლებს აქვთ ვარდი. ვერასდროს გაგაბედნიერებთ ახალი ვინტაჟური კაბა და მარგალიტებიანი თმისსამაგრი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ანუკი არეშიძემ დასთორა ონლაინ მაღაზიის ფეიჯზე, თუ ამ აუტფიტში თავად არ იგრძნობთ თავს ლამაზად. ვერცერთი ძვირადღირებული შვებულება გაგვაბედნიერებს რაიმე ტრენდულ ადგილას, თუ ისეთ ადამიან(ებ)თან ერთად არ ვართ, ვისთან ერთად ყოფნაც გულს უხარია. (და ასეთ ადამიან(ებ)თან ყოფნა კიდევ მე ხაშურშიც მაბედნიერებს) ვერასდროს გაგვაბედნიერებს საკუთარი საქმე, თუ მას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ ‘კაი პონტია’, სახელია, იმიჯია, დედას უნდოდა, პრესტიჟულია, მაღალი ხელფასია და კარგი თანამდებობაა, თუ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ მოვახერხებთ და ყოველ დილას რაიმე ახალი გამოწვევის მოლოდინში იქ წასასვლელად ზარ-ზეიმით მომზადება არ მოგვინდება. ვერასდროს ვიცხოვრებთ კომფორტულად ფეშენებელურ უბანში, კიდევ უფრო ფეშენებელურ სახლში, თუ გარშემო არ გვყავს ის ადამიანები, ვინც ამ გარემოს ფერებს და ხალისს შესძენენ. ხალხი კიდევ სულ მიგვითითებს რა იქნება მოდაში, დღეში რამდენჯერ უნდა გავიკეთოთ სახის ლიფტინგი რომელიმე ესენციით, ვისთან უნდა შევიღებოთ თმა 450 ლარად, რომ არ გაგვიყვითლდეს, ახალი თაობის რბილბალიშებიანი ეარპოდები სად ვიყიდოთ ყველაზე ძვირად და სვეცკად. თუ უნივერსიტეტამდე, უნივერსიტეტში ან დამთავრებისთანავე შევქმნით ოჯახს, გვეტყვიან რა ეჩქარებოდაო. ჯერ მიეხედა საქმისთვის, ცხოვრება აეწყო. სულ მოასწრებდა გათხოვებასო. თუ ბოლომდე ამ ზემოთხსენებულ საქმეს მივხედეთ, კარგი სამსახური დავიწყეთ, ვრეალიზდით, გავხდით 25-30+ წლის, მერე გვეტყვიან, რაში უნდა ახლა ამას ეს სამსახური და კარიერა, ოჯახი ამას არ აქვს და შვილი ამას არ ჰყავს და კი შერჩა ასეო. არ სჯობდა დროულად ეფიქრა პირადზეცო? საქართველოში თუ ვისწავლით, უცხოეთში რატო არ წავიდა, ალბათ ვერ შეძლო და ასე ჩარჩა აქო, იტყვიან. უცხოეთში თუ წავედით და იქ ვისწავლეთ, სად გავარდა, ვითომ აქ არ გვაქვს უნივერსიტეტები და სამსახურები. ვისაც სწავლა უნდა, მაინც ყველგან ისწავლოსო, მოგვაყოლებენ. ზაფხულში რაიმე პრესტიჟულ კურორტზე თუ ვერ დავისვენებთ, ალბათ უჭირთ და არ აქვს საშუალებაო, ილაპარაკებენ. მაგრამ თუ ამ კურორტზე წავედით და დავისვენეთ, ამდენი ფული საიდან აქვს, ან რას უკეთებენ აფიშირებას, ხალხს უჭირს აქ და ეგენი კიდევ წინ და უკან დასეირნობენო. მსუქნები ვართ, ერთ 10 კილო რომ დაიკლო რა გოგო იქნებოდიო. გამხდრები ვართ, რა უბედურებაა, სახლში გაშიმშილებენო? ბევრია. უსასრულოდ შემიძლია წერა. ანუ ჩვენ რაც არ უნდა ვიყოთ, რაც არ უნდა ვაკეთოთ, ხალხის თვალში ყოველთვის არის მეორე მხარე – რომ ასე უკეთესად ვიქნებოდით, ან ასე რომ გვექნა, უფრო კარგად გამოვიდოდა. მაგრამ ვინ ადგენს ამ ‘კარგს’? სულ, სულ, სულ არის მაგრამ. ვერასდროს გავაკეთებთ იმას, რაც ხალხის აზრს მოერგება. და განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა არის ქართულ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ვართ მუდმივად არასწორი არჩევნის ავტორები და ხალხი მუდმივად ექსპერტის პოზიციაში, კვალიფიციური გამოცდილებით. დავივიწყოთ. დაგვანგრევს, მოგვსპობს და ბედნიერების შეგრძნების უნარს დაგვიქვეითებს ეს ყველაფერი. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან პირად, საკუთარ გარემოში. გვაქვს უნარი და კანონიერი უფლებაც, თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენივე ემოციები და შევქმნათ საკუთარი ბედნიერება. იცით რას ვცდილობ და რას მინდა მივაღწიო? მოთმინებას და ყველა მცირედი მოვლენისგან სასიამოვნო მუხტის დაჭერას. იმის დაჯერებას, რომ არაუშავს ! ხალხნო, არაუშავს, თუ მაინცდამაინც daloodის გაზაფხული-ზაფხული 2020ის ხაზით არ ვივლით ყოველდღე. არაუშავს, თუ სამსახურში ცუდი დღე გვქონდა. არაუშავს, თუ რაიმე დაგვავიწყდა. არაუშავს, თუ ინსტაგრამის სთორებში ვერ გამოვდებთ როგორ ლეველ აფებს გადის ჩვენი ცხოვრება დღითიდღე. არაუშავს, თუ რამე არ გამოგვდის. არაუშავს, თუ შავგვრემანები დავიბადეთ და ქერები გვინდოდა ვყოფილიყავით. არაუშავს, თუ ზოგჯერ საწოლიდან ადგომა და პირის დაბანა გვეზარება დილაობით. არაუშავს, თუ ვინმე ისეთი მოგვწონს, ვისაც არ მოვწონვართ. არაუშავს, თუ არაპროდუქტიულები ვართ. არაუშავს, თუ დღეს თურმე 1400 კკალ უნდა მიგვეღო და მთლიანი პიცა ვჭამეთ. არაუშავს, თუ ყოველთვის ყველას მოლოდინს ვერ ვამართლებთ. არაუშავს, თუ არ გვეცინება.მაგრამ უშავს, თუ ჩვენს ბედნიერების საზომად სხვის აზრს ვაქცევთ. ჩემი ultimate goal ამ კონკრეტულ მომენტში იცით რა არის? აბსოლუტურად ამაყი ვიყო იმ მოცემულობით, რაც მაქვს და ვარ, და ამავდროულად გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რაც გულწრფელად მინდა. არათუ გავხდე ის მოცემულობა, რომლითაც მერე ოდესმე ‘წესითა და რიგით’ უნდა ვიამაყო. რამდენჯერმე უთქვამთ, როგორი იდეალური ცხოვრება გაქვსო. რამდენს მიაღწიეო. როგორი ასეთი და ისეთ ხარო. სისულელეა, მეგობრებო. იდეალური ცხვორების ცნება არ არსბეობს. იდეალური ცხოვრების შეგრძნება არსებობს მხოლოდ. და ნუ გეგონებათ, რომ გარკვეულ კრიტერიუმებს თუ დაპწჩიკავთ, ოპა, და აღმოჩნდებით ოაზისში და ემანდ დაიწყება თქვენი იდეალური ცხოვრება. იდეალური ცხვორება გვაქვს მაშნ, როცა ჩვენ ვთვლით ასე და გვიყვარდება და ვიწყებთ იმის დაფასებას, რაც გვაქვს. ობიექტური თითქმის არაფერია. და ყველაზე დიდი შეცდომაა ის, როცა ვინმეს შევნატრით რაიმეს, როცა თავად შეგვიძლია მოვიწყოთ ჩვენი სრულყოფილება. არ მისცეთ უფლება სხვების ან თქვენსავე მოლოდინებს საკუთარი თავის მიმართ, მართონ ის ერთი, მაგრამ საკმარისად გრძელი ცხოვრება, რომელიც გებოძათ იმისთვის, რომ დამოუკიდებლადა კოხტად მოხატოთ და გააფერადოთ. ძალიან ცოტა რამ არის მუდმივი. ან შეიძლება არც არაფერი. არც ხალხი მათ შორის. ადგებიან და უკანმოუხედავად წავლენ სხვა მხარეს. ალბათ ისინიც ამ საოცნებო ცხოვრების მოწყობაში არიან და უბრალოდ რაღაც მომენტში ჩვენთვის ადგილები აღარ რჩება იქ. არაა საწყენი. ნორმალურია. ალაბთ მაგიტომ ალაგებს დრო ასე მარტივად ყველაფერს. არ ვიცი საერთოდ რითი დავიწყე წერა და რამდენი დავწერე. უბრალოდ ნურასდროს ვიცხოვრებთ იმისთვის, რომ მხოლოდ სხვები იყვნენ ჩვენით კმაყოფილები და ჩვენ მათ სტანდარტებს მორგებულნი. იმიტომ რომ ამ სტანდარტს ვერასდროს მოვერგებით. როგორც კი მივუახლოვდებით, ის უფრო შორს წავა. მგონი სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. არ გახადოთ თქვენი ბედნიერება გარემო ფაქტორებზე დამოკიდებული. და გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ ერთ გემრიელ ლობიანს უფრო მეტად შეუძლია თქვენი ცხოვრებისთვის ხალისი დაბრუნება, ვიდრე აიფონ 37 პრო მაქს-ს და Le მაკარუნებს. თქვენი ქეთი Feedc Community საქართველო Feedc#feedcgrant #feedcgrantproject#ხალხისაზრი #საზოგადოება #ტენდენციები #საქართველო #თბილისურიამბები #ქართულირეალობა #სოციოლოგია #პრობლემები #საზოგადოება #ტენდენციები #მსხვერპლი #რეალობა #საქართველო #თავისუფლება
გიორგი სამხარაძე
Tbilisi · 1 month ago
გაგრძელება: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ჰეის მიწერიდან Seen-ამდე
აქვე, შესავალში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაზები არ ეხებათ მაჩო და ექსტრავერტ ბიჭებს, რომლების აღშფოთებაც გამოიწვია წინა სტატიამ და ლამის თავიანთი ექსელის ფაილები გამოაქვეყნეს, რამდენი გოგოსთვის მიუწერიათ და უფრო მეტიც - რამდენი გოგო წერს მათ თავისი ინიციატივით. ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ ცხოვრება. ვიდრე ახალ 7 ფაზაზე გადავალთ, გავიხსენოთ რა მოხდა წინა სერიაში. ე.ი. 7 მტანჯველი ფაზის შემდეგ, როგორც იქნა, მივწერეთ გოგოს, რომელიც მოგვწონს. შემდეგ, როგორც ნამდვილ დრამას შეეფერება დავტოვეთ ე.წ. "კლიფჰანგერი" და მკითხველს მივეცით საშუალება გამოეთქვა თავისი ვარაუდები. ამ პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გოგო უბრალოდ დაგვსინავდა (აქვე აღვნიშნავ, რომ პირველი პირის მრავლობითში ზოგადად ინტროვერტი ბიჭებს ვგულისხმობ და არა ჩემს თავს. ინტროვერტ ბიჭებს განდიდების მანია არ გვახასიათებს). რაც შეეხება დასინვას, საქმე ისაა, რომ დასინვამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და მთელი 7 ფაზაა გასავლელი. აი, მესენჯერში Seen-ის დაწერის შემდეგ კი, ცალკე ფაზები იწყება. მაშ ასე, მომდევნო 7 ფაზა ანუ რა ჯანდაბა ხდება, "ჰეის" მიწერიდან - Seen-ის ანთებამდე. I ფაზა: მოზღვავებული ადრენალინი დრო მიწერიდან: მაშინვედან - 2 წუთამდე. როგორც გახსოვთ, წინა 7 ფაზაში არსებობდა სუნთქვის სრულიად ახლებური მეთოდი, ე.წ. ჰუ-ჰუ-ჰუური. აქ ეს სუნთქვა აღარ გამოდგება. აქ საჭიროა ერთი დიდი ჰუ. ამ დროს ორგანიზმიდან ჟანგბადის მთელი მარაგი გამოდის და: იწყება ტვინის ოდნავი შეშუპება ფილტვებს უჩნდება ბზარები სისხლი პანიკაშია თვალები გასაოცარ ფერებში ხედავენ სამყაროს სადღაც კუთხეში დგას ცელიანი შავოსანი მთელი ცხოვრება თვალ წინ ჩაგვივლის - განსაკუთრებით დეტალურად ის 7 ფაზა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავიარეთ ხელები და ფეხები გვიბუჟდება ვეცემით ძირს და ვეგუებით სიკვდილს მაგრამ ამ დროს გული იწყებს ფართხალს და ტვინს ახსენებს, რომ არსებობს ფუნქცია სახელად ჩასუნთქვა. გადავრჩით! შესაბამისად, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გოგოსთვის მიწერით არ მოვკვდებით. ძალიან საინტერესო და სასარგებლო დასკვნაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი კოგნიტური ნაწილი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს. ამოსუნთქვის შემდეგ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია ლაგდება და კვლავ ადამიანებს ვემსგავსებით. II ფაზა: შროდინგერის გოგო დრო მიწერიდან: 2 წუთიდან - 4 წუთამდე ეს ფაზა პანიკის ერთგვარი ფორმაა, რომელიც გულისხმობს, იმას რომ უკვე დავიწყეთ გულწრფელი სინანული. ვრთავთ კომპიუტერს/ლეპტოპს, ტელეფონს ვაგდებთ სავარძელზე ან ტახტზე და გავდივართ გვერდით ოთახში, სადაც თავს ვიდებილებთ. ვცდილობთ არ ვიფიქროთ მომხდარზე. და თავს ვიმშვიდებთ რომ თუ: ამ მოგონებას ტვინიდან ამოვშლით ტელეფონს აღარასოდეს დავხედავთ კომპიუტერს არასოდეს ჩავრთავთ მეგობარს ვთხოვთ შევიდეს და ფეისბუქი ჩვენს მაგივრად გააუქმოს ქვეყნიდან წავალთ და აღარასოდეს დავბრუნდებით იუსტიციის სახლში გავივლით და სახელსა და გვარს შევიცვლით მივაკითხავთ პლასტიკური ქირურგიის ცენტრს და გარეგნობას შევიცვლით თვალებს ამოვითხრით და მაცივარში შევინახავთ და ა.შ. მაშინ ვერც ვერასოდეს ვნახავთ და გავიგებთ ამ გოგომ ნახა ჩვენი მიწერილი თუ არა. ანუ ერთ დროულად ნანახიც ექნება და თან არ ექნება ნანახი. ჩვენ დავიჯერებთ, რომ არ ექნება ნანახი და ვიქნებით მშვიდად, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. III ფაზა: რაც მოხტა - მოხტა დრო მიწერიდან: 4 - 6 წუთი უკან დასახევი გზა არ არსებობს, უკვე მიწერილია, ყველა ხიდი დამწვარია, ფეისბუქის სათავო ოფისში ნაცნობი, რომელსაც ვთხოვთ, რომ ჩვენი მიწერილი ადრესატის ინბოქსიდან გააქროს, არ გვყავს და არც დროის მანქანა არ გვაქვს, რომ უკან გადავიდეთ და ჩვენი თავი დავარწმუნოთ, რომ არ ღირს ამის გაკეთება - ანუ მიწერა. ამიტომ დროა დავმშვიდდეთ, მაინც ვერაფერს შევცვლით და ტყუილად რატომ უნდა ავიშალოთ ნერვები? ახლა მთავარია კარგად მოვკალათდეთ, ვიყუროთ სივრცეში და ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე, ან პარალელურ სამყაროზე, რომელშიც არსებობს ალტერნატიული რეალობა და ჩვენს ალტერნატიულ თავს საერთოდ არ მიუწერია არავისთვის არაფერი, ხოლო მეორე ალტერნატიულ სამყაროში, საერთოდ ექსტრავერტები ვართ და გოგოები იქით გვწერენ, როგორც ფეისბუქზე ამ სტატიის შეარებზე დაფიქსირებულ მამაკაცთა აბსოლუტურ უმრავლესობას. ამ დროს სჭარბობს საკუთარი თავის მიმართ ნათქვამი შემდეგი ფრაზები: "კაი, შეჩემა არაუშავს!" "ნიჩიო, ეს არ იქნება სხვა იქნება!" "რა სხვა იქნება, შენ ხო არ გაგიჟდი?" "კაი, ნუ იქნება" "ჰოდა, ეგრე!" IV ფაზა: მოუთმენლობა დრო მიწერიდან: 7 - 10 წუთი ეს ფაზა სრული ტრანსფორმაციაა. ემოციებისგან დაცლილები ვართ, პარალელურ სამყაროში ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი მოსაბეზრებელი ხდება. ვიცით, რომ აღარაფერი შეიცვლება და თან აღარც გვინდა, რომ შეიცვალოს. პირიქით! ძალიანაც კმაყოფილები ვართ საკუთარი თავით. მაგრამ მცირე პანიკა მაინც შეინიშნება. რა საჭიროა, XXI-ე საუკუნეში, მესიჯის სანახავად 7-10 წუთი. რა ზოზინია ეს? რა უპასუხისმგებლობაა? არ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანები ვიტანჯებით? რა გულქვობაა ეს? გამომივიდა ესეც ძალიან დაკავებული! ძალიან გვინდა, რომ ნახოს და ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, რა მოხდება. რატომ არ ნახულობს ამდენ ხანს? არადა წეღან მწვანედ ენთო. და ვიწყებთ ვერსიების ჩამოყრას: უეჭველი, რომ ამოუხტა ჩეთი, წაიკითხა და დახურვას დააჭირა, რომ არ დავესინე ნწ, არაა სინგლი და თავის შეყვარებულთან ერთადაა უეჭველი დაქალებთან ერთად იქნება ახლა სადმე და მე რო ამოვუხტი დამცინიან შეიძლება ფიქრობს თავიდან როგორ მომიშოროს ამ ფაზის ბოლოს წარბებს ვკრავთ და ძააან "დასტოინად" ვისვრით ტელეფონს სავარძელში ან ტახტზე. V ფაზა: ნარცისიზმი დრო მიწერიდან: 10 - 12 წუთი ძაან სხვათა შორის, აი, ძაან ბუნებრივად და ძაან ღირსეულ-დასტოინად ჩავუვლით ტელეფონს ან ლეპტოპს. ვითომ ნოტიფიკაციების შემოწმება გვინდა ან ამინდის. კიდევ არ უნახავს. არ უნახავს და ნუ უნახავს! არ უნდა ჩვენნაირი კაი ტიპი და იყოს მასე. ამ დროს ვწერთ იმ მეგობარს, რომელთანაც კონსულტაციებს გავდიოდით: "აი, რას მიწუნებს ერთი? ძაან მაინტერესებს?" "ვისზე ნაკლები ვარ?" "არ უნდა და იყოს მასე" "აქეთ მომწეროს, რა!" "აი, რა ვერ ნახა?" და ა.შ. ჩვენი მეგობარი ამ დროს კიდევ უფრო ნერვებმოშლილია და მხოლოდ ერთ სიტყვას გვწერს: "აცადე!" VI ფაზა: ისტერიკა დრო მიწერიდან: 13 - 15 წუთი მორჩა, სამყარო თავზე ჩამოგვენგრა, ბოლო იმედი გადაგვეწურა, ვთვლით, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა რაც ოდესმე დაგვიშვია ცხოვრებაში. რატო ღმერთო? რა მინდოდა? რატომ მივწერე? ვინ მექაჩებოდა კლავიატურაზე? რატომ ის დღე არ დაიწვა, როცა თვითშეფასება ოდნავ ამეწია! ნეტა ინტერნეტი გაითიშოს მთელს მსოფლიოში! ნეტა ზომბი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა ნებისმიერი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა მოვკვდე! VII ფაზა: ეჰ! მორჩა! ყველაფერი დამთავრდა. არაუშავს. მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და აწი შეგვიძლია გავაგრძელოთ მშვიდად ცხოვრება. სანერვიულო აღარაფერია, გასულ 15 წუთი ისე გვახსენდება, თითქოს 15 წელი გავიდა. ჰაჰ! ვიხსენებთ და გვეცინება რა სულელები ვიყავით 15 წუთის წინ. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, გავა დროს და გაგეცინება ყველაფერზეო. დრო ყველაფრის მკურნალიაო და ა.შ. თან ძალიან მაგარი მკურნალი ყოფილა 15 წუთში მოაგვარა ყველაფერი. ამ დროს ვიღებთ ტელეფონს, შევდივართ მესენჯერის აპში რომ მეგობარს მივწეროთ ემოციური როლერ-კოსტერის წარმატების დასრულების შესახებ და მივულოცოთ მას, რომ აწი ან აღარასდროს ან კიდევ დიდხანს აღარ შეწუხდება მსგავსი თავგადასავლით. და ამ დროს, თვალი გაგვირბის ჩვენს მინაწერზე და იქ, ბოლოში, მიწერის დროის ქვეშ, პატარა მრგვალი წერტილი მოსჩანს, რომელშიც მისი პროფილის ფოტოს მინი ვერსიაა - ანუ ნახა! შემდეგ სერიაში: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, Seen-დან - პასუხის მიღებამდე.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ციფრულ ფულს ხელში და შუბლში ჩაგიდებენ-შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსების ქადაგება
ციფრული ფული დასაწყისში "კარტოჩკაზე" იქნება, მერე ხელში და შ
ციფრულ ფულს ხელში და შუბლში ჩაგიდებენ-შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსების ქადაგება
ციფრული ფული დასაწყისში "კარტოჩკაზე" იქნება, მერე ხელში და შ