არაჟნის დესერტი

0
უმარტივესი და უგემრიელესი? ცხობის და თქვეფის გარეშე... ?500 გრ არაჟანი ?1 ქილა "სგუშონი" ?2 სკ. ჟელატინი ?ვანილი ცოტა მარილი ჟელატინს დავასხი 10 სკ თბილი წყალი, სანამ დალბება არაჟანს შევურიოთ სგუშონი, სიტკბო თქვენი გემოვნებით დაარეგულირეთ, ანუ თავიდანვე მთლიანად არ ჩაუშვათ. ჩემი არაჟანი ძალიან სქელი იყო, როგორც კაიმაღი და ცოტა რძით შევათხელე, თუ ჩვეულებრივია არ ჭირდება. დაამატეთ მწიკვი მარილი და ვანილი. ამასობაში დამბალი ჟელატინი გაალღვეთ ორთქლზე ან მიკროტალღურში და შეურიეთ არაჟანს. (ფრთხილად! პირდაპირ არ ჩაუშვათ ცხელივე, გაანეიტრალეთ ტემპერატურა ერთმანეთში გადარევით) ანუ, არაჟნიანი მასის 2-3 კოვზი შეურიეთ ჯერ ჟელატინს და მერე ჩაუშვით ნელ-ნელა და მორევით. ჩავასხათ ფორმაში, ან ჭიქებში, რაშიც გნებავთდა შევდგათ მაცივარში, მინიმუმ 2-3 საათით. შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი ან ორცხობილები დაამატოთ, ხაჭო ან კრემყველი. გააფორმოთ როგორც თქვენ გსურთ?
#culinary
#food
#health
#news
#cuisine
Tbilisi
0