მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143492 მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილია 300 074 ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 4, 5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. 1 600 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 2 500 000-ზე მეტი პაციენტი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს, აქედან დაახლოებით 45 000-ის მდგომარეობა კრიტიკული ან სერიოზულია. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსის 1, 441, 055 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 86, 000-ზე მეტი ადამიანი.
0