მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143501 სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სირცხვილია“ თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცლებს. აქციის ორგანიზატორები გავრცელებულ განცხადებაში მიმართავენ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და აცხადებენ, რომ თუ მიმდინარე წლის 20 ივნისამდე არ დასრულდება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოძრაობა „სირცხვილია“ მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა დარჩენილი სამუშაოების შესრულებაზე. „მივმართავთ თბილისის მერს კახა კალაძეს: უკვე 113 დღეა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყეთ. ეს დრო საკმარისზე მეტია იმ მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, რაც დაგეგმილი გქონდათ. 2020 წლის 20 ივნისს, მთავრობის მტერთან ღიად კოლაბორაციონისტული ქმედებიდან 1 წლის თავზე, ვაპირებთ საპროტესტო აქციის მოწყობას. ამიტომ, რადგან თქვენ ვერ/არ ახერხებთ 1245 კვადრატული მეტრი სივრცის 5 თვეში რეაბლიტაციას, მოძრაობა
#სირცხვილია
მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და დარჩენილი სამუშაოები შეასრულოს პირნათლად”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
0