რესპუბლიკელები აშშ-ის პირველ ინფექციონისტს, ენტონი ფაუჩის აკრიტიკებენ

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143502 ენტონი ფაუჩისა და დონალდ ტრამპს შორის დაწყებული დებატები, რომელიც ახალი კორონავირუსის შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ეხება, გრძელდება. ამჯერად ერთმანეთს ამერიკის პირველი ინფექციონისტი და კენტუკიდან, „რესპუბლიკელი სენატორი" დაუპირისპირდნენ. ონლაინ კონფერენციის თემა პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები იყო. რენდ პოლმა ამერიკის პირველ ინფექციონისტს უთხრა, რომ ის არ არის ერთადერთი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ცალკეულ შტატში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის საკითხი მათი გადასაწყვეტია. ამერიკელი სენატორის საპასუხოდ შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა განმარტა, რომ მას ცალკეული გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უგულებელყოფს ცალკეული შტატი ან ქალაქი სპეციალურად შემუშავებულ ნორმებს, რაც კოვიდ 19-ის მეორე ტალღის რისკის წინაშე აყენებს ყველას.
0