შეამოწმეთ, ხართ თუ არა „მონათლული“ ქუთაისელად - თეთრი ხიდის ისტორია

0
1860 წლამდე თეთრი ხიდის ნაცვლად რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზის სახელობის ხის უბრალო ხიდი იყო, რომელიც წყალმა დააზიანა. „თეთრი ხიდის“ რკინის კონსტრუქცია 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და ინჟინერ ზეზელმანის პროექტის მიხედვით. „თეთრი“ მისი შეფერილობის გამო უწოდეს. ნელ-ნელა ხიდმა საფეხმავლო დანიშნულების გარდა იდეური დატვირთვაც შეიძინა და მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან ქუთაისლების თავშეყრის ადგილი გახდა. თეთრი ხიდადან გადახტომა კი რიტუალად იქცა. ახლა, როცა ხანდაზმულები ხიდზე შემომჯდარ პიკასოს ბიჭის ძეგლს უყურებენ, თავიანთი ბავშვობაახსენდებათ, როცა წყალში გადახტომამდე გვერდით მდგომების ქუდებს დასტაცებდნენ ხელს და მდინარეში ისკუპებდნენ. მაშინ რიონიც წყალუხვი გახლდათ და ეს რიტუალი რთული შესასრულებელი იყო. ბევრის თქმით, ამას ქუთაისელედ ნათლობასაც ეძახდნენ. #თეთრიხიდი #პიკასოსბიჭი #ქუთაისელი #KUTAISIDAILY
0