იმედი მაქვს, პირველი ივნისიდან დავასრულებთ კოვიდთან ბრძოლას და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში - რატიანი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143510 იმედი მაქვს, პირველი ივნისიდან დავასრულებთ კოვიდთან ბრძოლას და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში - ამის შესახებ განცხადება, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, კლინიკას დაახლოებით შვიდი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებულია 38 შემთხვევა. დღეს კლინიკიდან ეწერება ერთი პაციენტი. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ დღის მეორე ნახევარში დაგვემატება ოთხი გამოჯანმრთელებული. დაახლოებით ექვსი-შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია. რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში, შინ მოვლის პირობებში. ერთი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, რჩება მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აქედან ორი ქალბატონი არის ორსული. როგორც ნაყოფის, ასევე ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. 125-მა კლინიკა დატოვა. იმედია, გაგრძელდება ასე. კლინიკაში პაციენტები გადანაწილებულია ორ სართულზე, შემჭიდროვებულად. დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელთაც მკაცრი კარანტინში იყვნენ. მათ არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს პირები დატოვებენ კლინიკას 14 დღით. ახლა შემოსულია ახალი ბრიგადა. იმედია, რომ ამ ეტაპისთვის ბოლო იქნება. ვიმედოვნებთ, რომ პირველი ივნისიდან კოვიდთან ბრძოლა შეწყვეტთ და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში. როგორც მე, ასევე მთელ საქართველოს ეს ძალიან გვინდა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
0