ასლან ბჟანიამ აფხაზეთში საკარანტინო ღონისძიებები ივნისამდე გააგრძელა

0
აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, ხელი მოაწერა ბრძანებას გარკვეული ზომების გაგრძელების შესახებ, ამის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები მაინც მოიხსნა. დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ზომები გრძელდება 2020 წლის 1 ივნისამდე, ნაწილი კი 15 მაისიდან იხსნება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო ინსტიტუტების 232 სტუდენტი ჩამოვიდა აფხაზეთიში, ხოლო 14 მათგანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ახლა COVID-19– ის მქონე ადამიანები გუდაუთის საავადმყოფოში იღებენ საჭირო მედიკამენტებს. ოპერატიული შტაბის მონაცემების თანახმად, აფხაზეთში COVID-19-ის 14 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ინფექცია
#SokhumiDaily
0