კონსტანტინე გამსახურდია

0
15 მაისს დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა! დღეს, მისი დაბადებიდან 127 წელი გავიდა! ▪️სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელი 1982 წელს, მწერლის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა და დღემდე დიდი სიამაყით ატარებს მას! ▪️მისი ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მუდამ ტრიუმფად იქცეოდა ხოლმე სოხუმის თეატრისთვის, ამის მაგალითად „დიდოსტატის მარჯვენას“ დასახელებაც კმარა, გოგი ქავთარაძის რეჟისორობით. არანაკლები წარმატება ხვდა წილად უკვე დევნილობაში დადგმულ სპექტაკლს - „ეწერში მდგარი თხმელა“ (რეჟ: გიორგი თავაძე). ▪️2019 წელს სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს მიუღძღვნა სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ (ინსცენირება თამაზ გოდერძიშვილი; რეჟისორი: გოჩა კაპანაძე), რომელიც ასევე ქართული პროზის გასცენიურების წარმატებულ მაგალითად მოგვევლინა. ➞➞➞ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გილოცავთ დიდი ქართველი მწერლის დაბადების დღეს!
#photo
#writer
#sokhumitheatre
#theatre
#birthday
0