რა როლს ასრულებს და რა მოდელით მუშაობს ბიზნეს ანალიტიკოსი უცხოურ წარმატებულ მსხვილ კომპანიებში?

0

ვინ არის ბიზნეს ანალიტიკოსი და რას საქმიანობს იგი?

ბიზნეს ანალიტიკოსი ანხორციელებს ბაზრის კვლევას, ისინი აანალიზებენ ბაზარს, აანალიზებენ კლიენტის და მომხმარებლის საჭიროებებს, შემდეგ ამ ინფორმაციას გადასცემენ დიზაინერებს რომ მაგათმა სწორად შეასრულონ თავისი გასაკეთებელი UX და UI ნაწილი, რომელიც თავის მხრივ ასახავს ეფექტურ DDD მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დიზაინის შექმნას. ანალიტიკოსები პასუხობენ ყველა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის პროდუქტი, რა ფუნქციონალი უნდა გააჩნდეს მას, და რატომ უნდა მუშაობდეს ეს ასე? მისი ძირითადი მიმართულებაა ბაზრის კვლევა, რომელიც მოიცავს უამრავ ასპექტებს, ბაზრის კვლევა არის ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რომელიც გვეხმარება იმის გაგებაში თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ, იქნება თუ არა მოთხოვნადი ეს პროდუქტი, რაც ხელს უწყობს პროდუქტის ხარისხის ფუნქციონირების სწორად განსაზღვრას და მომხმარებლის კმაყოფილებას. როგორც ჩანს დიგიტალ პროდუქტის შექმნაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბისნეს ანალიტიკოსი, ანალიტიკური ინფორმაციის მოგროვების კუთხით.

ციფრული პროდუქტების შექმნაში ანალიტიკური კვლევების მიზანია განსაზღვროს შემდეგი ძირითადი ამოცანები:

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გაიგოთ, იქნება თუ არა პროდუქტი მოთხოვნადი. მოახდინოს აუდიტორიისა და სეგმენტის იდენტიფიკაცია ანალიტიკური ინსტრუმენტების მეშვეობით. შეიტყოს რა საჭიროებები და შეთავაზებებია ბაზარზე. განსაზღვროს, თუ როგორ შეიძლება აპლიკაცია იყოს კონკურენტებზე უკეთესი. გაიგოს ბაზრის ზოგადი მახასიათებლები და რაოდენობრივი მონაცემები. დაადგინოს პროდუქტის საერთო მოთხოვნა. განსაზღვროს მისი თვისებები და პრობლემები. მოხდეს პროდუქტის ფუნქციონალის დადგენა. და სხვ... დიზაინერს უნდა ქონდეს წარმოდგენა იმისა თუ რა ეტაპების გავლა უხდება ანალიტიკოსს (რომ სწორად მოხდეს გუნდში მათი კოლობორაცია) ხოლო ბისნეს ანალიტიკოსების და მარკეტოლოგების გუნდის არ არსებობის შემთხვევაში UX დიზაინერი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს ზედაპირულად 1) ძირითადი ინფორმაციის შეგროვება 2) და კონკურენტის ანალიზი ამ ქმედებების განსახორციელებლად კი საკმარისია UX დიზაინერს გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება დამატებით თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ შევეცდები გიპასუხოთ კომენტარებში...
0