ვინ იყო და რა ბედი ეწია პატარა ალბერტს?

0
?+?+? ყველას, ვისაც ფსიქოლოგია აინტერესებს ერთხელ მაინც ექნება გაგონილი პატარა ალბერტის ექსპერიმენტის შესახებ. ექსპერიმენტი ჩაატარა ბიჰევიორისტებმა, ჯონ უოთსონმა და როსლი რაინერსმა 1920 წელს. ???????? ექსპერიმენტის განმავლობაში ბიჭუნა მარტო რჩებოდა ოთახში თეთრ ვირთხასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ალბერტს თავდაპირველად არანაირი შიში არ გამოუვლენია თეთრ ვირთხებზე, კურდღლებზე, სხვა ცხოველებსა თუ ბეწვიან სათამაშოებზე. ექსპერიმენტის შემდეგი ნაბიჯი - ბიჭი თეთრ ვირთხასთან ერთად მარტო დატოვეს ოთახში, უკნიდან კი ჩაქუჩით ხმაური გამოიწვიეს. ამ ორი სტიმულის (თეთრი ვირთხა ხმაური) რამდენჯერმე განმეორებით, ბავშმა ტირილი დაიწყო. ცოტახანში ალბერტი მაშინაც ტიროდა, როდესაც მხოლოდ ერთი სტიმული, ვირთხა იყო ოთახში დამატებითი სტიმულის (ხმაურის) გარეშე. უფრო მეტიც, შიში გენერალიზდა და ბიჭუნას ყველაფრის ეშინოდა, რაც ვირთხას წააგავდა, რასაც ბეწვი ჰქონდა, იქნებოდა ეს კურდღელი, თუ რაიმე სათამაშო. საბოლოოდ, დედამ ალბერტის წაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ ფსიქოლოგებმა შიშის მოხსნა ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ ბიჭუნა თითქოს მიწამ ჩაყლაპა, მაგრამ 2009 წელს 7 წლიანი გამოძიების შემდეგ ყველაფერი გაირკვა, ხოლო უოთსონისა და რაინერის ამ არაეთიკური ექსპერიმენტის შედეგები ეჭვქვეშ დადგა. ? 2009 წელს მრავალი წინააღმდეგობების შემდეგ ფსიქოლოგმა ჰოლი ბექმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც საიდუმლოს ახადეს ფარდა. პატარა ალბერტს სინამდვილეში დუგლას მერიტი ერქვა. დედა, ავრილა მერიტი, მედდა გახლდათ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტში მუშაობდა უოთსონიც. ? სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ პატარა ალბერტი 6 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰიდროცეფალიით, ამ დაავადებას "ტვინი წყალში" მოიხსენიებენ ხოლმე. დაავადების დროს თავის ქალაში გროვდება სითხე, რაც კრუნჩხვებს, თავის უჩვეულო ზრდასა და გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს. ეს დიაგნოზი კი უოთსონისა და რაინერსის ექსპერიმენტს ანულირებას უკეთებს, რადგან, როგორც უოთსონი ახსენებს მის ჩანაწერებში - ალბერტი, სრულიად ჯანმრთელი, ჩვეულებრივი ბიჭუნა იყო. საქმე ისაა რომ ამ დაავადების მქონე ბავშვზე ექსპერიმენტის ჩატარება (მითუმეტეს ასეთი არაეთიკურის) შედეგების განზოგადების საშუალებას არ იძლევა. გამოძების მეორე ვერსიით ბიჭუნა მენინგიტით დაავადდა, მაგრამ დიდი დრო დასჭირდათ იმის დასამტკიცებლად რომ ალბერტი ექსპერიმენტის დროს უკვე დაავადებული იყო. ამ გამოძებაში ოჯახის წევრებიც ჩაერთვნენ. მათი მტკიცებით ბიჭუნა დაბადებიდან ავადმყოფობდა და უოთსონმა ამის შესახებ იცოდა, მაგრამ ექსპერიმენტი მაინც ჩაატარა. ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტის ვიდეოც შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბიჭუნას ქცევა, რეაგირება და გამოხატულება აშკარად რაიმე ნევროლოგიურ დაავადებაზე მიანიშნებდა. ? „თვით პატარა ალბერტის კვლევა და მის მიხედვით გაკეთებული დასკვნები ყოვეთვის იქნება საკამათო რადგან უოტსონის მიერ წარმოდგენილი „ჯანმრთელი“ ალბერტი სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ექსპერიმენტისათვის გამოსადეგი. მიუხედავად იმისა რომ უოტსონის მიერ შექმნილმა თეორიამ დიდი გამოყენება ჰპოვა ჩვენ საქმე გვაქვს აშკარა თაღლითობასთან, გაყალბებასთან და ფაქტების დამახინჯებასთან.“ #opinion #psychology #Tbilisi #littlealbert #თბილისი #ფსიქოლოგია #ექსპერიმენტი
0