საუკეთესო გრიმის 5 მაგალითი კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში – ქეთო ჩანთაძის რეკომენდაცია

0
თუ კინომოყვარული ხართ, ალბათ არაერთი მაგალითის გახსენებას შეძლებთ, როცა ფილმის ერთ-ერთ გამორჩეულ და ძლიერ მხარედ სწორედ გრიმიორის ნამუშევარი იქცა. პერსონაჟების გარდასახვა, მათთვის განსაკუთრებული ხასიათის მორგება, ან სულაც ახალი პერსონაჟის შექმნა – ეს კინოგრიმის ხელოვნება და მისი შესაძლებლობებია. ქეთო ჩანთაძე ერთ-ერთი ის ქართველი პროფესიონალია, რომელმაც კინოგრიმის მიმართულებით საუკეთესო განათლება მიიღო – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ჰოლივუდის Cinema Makeup School-ში გავლილი სასწავლო კურსი. ქეთოს ვთხოვეთ Fashionholics Online-ის მკითველებისათვის დაესახელებინა მისი რჩეული 5 ფილმი, რომლებშიც გრიმიორის იდეალურ ნამუშევარს ვხვდებით. პირადად ჩემთვის მთავარია, გრიმი ისეთ დონეზე იყოს შესრულებული, რომ მას არაფერი ეტყობოდეს. ის უნდა ტოვებდეს განცდას, რომ რასაც ვუყურებთ გვითრევს შიგნით და არსად გვხვდება რაიმე დეტალი, რომელიც სიყალბის განცდასთან ასოცირდება. Bombshell წელს გამოვიდა. ოსკაროსანმა გრიმიორმა კაზუ ჰირომ ახალი მიდგომებით და ტექნიკის დახმარებით შეძლო შარლიზ ტერონი იმდენად მიემსგავსებინა მეგან კელისთვის, რომ ძალიან ბევრი ვერც მიხვდა, რომ ფილმში თავად კელი არ მონაწილეობდა. ცხვირის ფლაანგები გამოყენებულია ხმის დასაწვრლებლად და ნესტოების გასაფართოებლად. შეცვლილი ცხვირის ფორმა, დამძიმებული ქუთუთოები და აბსოლუტური ტრანსფორმაცია – ეს ყველაფერი იმდენად ბუნევრივად არის შესრულებული, რომ წარმოუდგენელია შთაბეჭდილება არ მოახდინოს. ასევე კაზუ ჰიროს ნამუშევარია ფილმი DarkesT Hour, რომელშიც გარი ოდლმანი გარდაქმნა ჩერჩილად და ნამუშევრისათვის ოსკარიც მიიღო. Godfather ეს ფილმი არის ტრანსფორმაციის უნიკალური შედევრი. მარლონ ბრანდოს ასე დაბერება და გარდასახვა ყბის ფლაგიმებით არის უნიკალური და ძალიან ბუნებრივი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი გარდასახვა იმ დროიდან, დღემდე. Game Of Thrones სერიალის მე-6 სეზონი გრიმით მართლაც გამოირჩევა. საზარელი სცენები ძალიან დამაჯერებლად და რეალისტურად არის შექმნილი. Hellboy ფილმი (ბოლო ნაწილის გარდა) არაჩვეულებრივი რეპრეზენტაციაა ფენტეზის გმირების გაცოცხლების. როდესაც არარსებული პერსონაჟები ჩნდებიან ფილმში, ძალიან მნიშვნელოვანია ისინი დამაჯერებლად გამოყურებოდნენ. ზოგადად, დელტოროს ყველა ფილმი ხელოვნების ნიმუშია გრიმის კუთხით. მის ფილმებში საოცარი ფანტაზიით, ფერთა გამით და ვირტუოზული შერსულებით ვნახავთ უამრავ გმირს, რომლებსაც თვალს ვერ მოვწყვეტთ. The Fifth Element მეხუთე ელემენტი” – ეს არის კიდევ ერთი რჩეული ნამუშევარი, რომელშიც ერთად იყრის თავს მაღალი მოდისა და გრიმის ნაზავი. ასევე დაცულია ის ბუნებრივი მახასიათებლები, რომლებიც სიტუაციიდან გამომდინარე, სრულყოფილად არის შესრულებული. მაგალითად – აბსოლუტურად უმაკიაჟო მილა იოვოვიჩი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორ აღქმას. ზოგჯერ, გმირი არათუ არ მოითხოვს მაკიაჟს, არამედ მოითხოვს მეტად შესუსტებას ან ნაკლებად მიმზიდველად წარმოჩენასაც კი. ეს არც ისე მარტივი საქმეა, ამ მისიის ბუნებრივად შესულება კი ნამდვილად სამაგლითოა კინო ინდუსტრიაში. Jean Paul Gaultier-ის კოსტიუმები გრიმთან ერთად, საერთო ჯამში, დაუვიწყარ ვიზუალიზაციას გვაძლევს.
#გრიმი
#კინომატოგრაფია
#ცნობილიფილმები
#ქეთოჩანთაძე
#კინოთმცოდმე
Tbilisi
0