ვუდუ და წყევლა

0
ვუდუ – წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ამინისტური რელიგიის ტრადიციებს და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს. (ანიმიზმი ეს არის სულისა და სულიერების არსებობის რწმენას. ანუ სული ამოძრავებს სხეულს და ასევე სწამთ, რომ რწმენით უსულო საგანსაც აამოძრავებენ სულის შთანერგვით).. ვუდუს მიმდევრები რიტუალის დროს იყენებენ შინაურ ფრინველებს, როგორიცაა შავი მამალი ან ინდაური, თხის სათესლე ჯირკვლებს და სისხლს. ასევე ხარსაც სწირავენ. ეს სპირიტული რიტუალი საშუალებას აძლევთ დაუკავშირდნენ ნებისმიერი ადამიანის სულს, მოიპოვონ მისი მართვა და შესაბამისი კონტროლი. როგორც ზემოთ ნახსენები იყო ეს არის ანიმისტური რიტუალი, რომელიც საშუალებას აძლევთ უსულო საგანსაც კი “მიაბან” ვინმეს სული. ობიექტად იყენებენ ხელნაკეთ თოჯინას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ცვილის. ასევე თოჯინას აკეთებენ ბამბისგან. ცდილობენ ცვილის თოჯინა მიამსგავსონ იმ პიროვნებას მეტი რწმენისთვის და თავდაჯერებულობისთვის. სპეციალური შელოცვისა და რიტუალის შემდეგ შეუძლიათ ადამიანს ფიზიკური ზიანი მიაყენონ ვუდუ თოჯინის გამოყენებით. თოჯინის შექმნისას უნდა გამოიყენონ მსხვერპლის თმა, ფრჩხილი ან ტანისამოსი. მაგალითად: თუ შემლოცველს უნდა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს, ამისათვის იღებენ 2 ცალ ქინძისთავს და უყრიან თოჯინას მუხლში ან კოჭის მიდამოებში.ნამდვილად მოქმედია ვუდუს თოჯინაზე შელოცვა და მისით ადამიანის მანიპულირება. დიდი ხნის ტრადიცია დახვეწილი და გამოცდილია წლების მიერ. სპეციალური შელოცვის დროს მან უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ თოჯინა არ შემობრუნდეს, რადგან თუ ვუდუს თოჯინა შელოცვისას მლოცველისკენ შებრუნდა, წყევლა მასზე გადადის… არსებობს ასევე ვუდუს ზომბი და “გრი გრი”. ვუდუს ზომბი, ეს არის გაცოცხლებული მიცვალებული, რომელსაც აზროვნების უნარი არ გააჩნია და მხოლოდ მისი მბრძანებლის დავალებით მოქმედებს. “გრი გრი” კი არის ვუდუს თილისმა, რომელიც მფლობელს იცავს ავი სულისგან. “გრი გრი” ეს არის ქისა, სადაც მოთავსებულია თმა, ძვლები, ბალახი, ზეთი და ასევე საფლავის მიწაც. მას თან არავინ არ ატარებს, რადგან ის სახიფათოა. ვუდუ არის სპირიტული რელიგია. რელიგია, რომელიც თავისი რიტუალით ჯადოქრობასაც ითვალისწინებს რომლის მიმდევრები არიან ჰაიტიზე, ბრაზილიასა და ა.შ.შ.-ში. ასევე გვხვდებიან მთელს მსოფლიოში და მისი მიმდევარი მილიონობით ადამიანია... რა არის წყევლა? წყევლა ეს არის გამიზნული დარტყმა ადამიანზე, გარკვეული ნეგატიური ენერგიების ერთობლიობით, ჩენს ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით წყევლის ფაქტებს, როდესაც ადამიანის ბრაზი პიკს აღწევს, ნუ როგორც იტყვიან "თუ გულიდანაა წყევლა წარმოთქმული" ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანზე და ძნელი სამართავია, წყევლის სიტყვების წარმოთქმა გავს ცუდ წერილს, რომელიც უნდა მივიდეს ადრესატამდე, მაგრამ წერილი როდი მიდის ყოველთვის ადრესატთან. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს, ამიტომ რეკომენდებულია თავი ანებოთ უბრალო წყევლას მიუხედავათ იმისა, რომ ამას ექნება დიდი მოტივაცია თუ არა. პრაქტიკაში უფრო ხშირია მომენტები, როცა წყევლა მოქმედებს როგორც ფარული ნაღმი, რომელიც შიგნიდან ნელ-ნელა ეტაპობრივად "ჭამს" ადამიანს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ასევე არსებობს მომენტები, როდესაც წყევლა თავის დროს ელოდება და ადამიანს ყველა ბედნიერ მომენტში ატყდება თავს, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც გასცემს ამ ცუდ ენერგიას(დარტყმას), დამოკიდებულია კონკრეტულ წყევლის ტექსტზე. მოკლედ ძალიან ბევრ შემთხვევას შეხვდებით და გაიგებთ თუ დაინტერესდებით. ზემოთ ვახსენე და შევეხები კიდევაც თემას რატომ არ სრულდება ყოველთვის წყევლა? ამის მიზეზი(ხშირ შემთხვევაში) გახლავთ მოტივაციის ნაკლებობა მაგალითად ადამიანი, რომელიც ყველა მცირედ სიბრაზეზე იწყევლება "ჯანდაბა თქვენ"", სიკვდილი და არ გადარჩენა" და ა.შ (ნუ მოკლედ აღარ დავკონკრეტდები მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ), არ სრულდება. სიკვდილის წინ დანატოვარი წყევლა ასეთი წყევლა ყოველთვის ძლიერია ვიდრე სხვა, მოდით ცოტა ახლოდან შევხედოთ ამ საკითხს, ეს გავს ვულკანურ ამოფრქვევას სიტყვაზე მოხდა შემდეგი სიტუაცია : პირველმა პიროვნებამ დიდი ზიანი მიაყენა მეორე პიროვნებას, მოუკლა ნათესავი, საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი, სიტუაცია ასე განვითარდა : მეორე პიროვნება მძიმედ გახდა ავად და სიკვდილის პირას მივიდა, დარჩა დამუთავრებელი საქმე ეძია შური მკვლელზე მაშინ ის მთელი ძალით ნანობს და ცდილობს რამეთი ზიანი მიაყენოს მკვლელს, გამოყოფს ძლიერ ემოციურ ნაკადს, ნეგატიურ ენარგიას და კონკრეტულად მიმართავს პირველ ადამიანზე, ასეთ დროს ადრესატს კარგი დღე არ დაადგება და იმის ნაკლები შანსია, რომ წყევლა "დაიკარგოს". როგორც იტყვიან მომაკვდავის სიტყვა კანონია. ამგვარი წყევლის დროს ვერავინ დაგეხმარებათ ვერც ვერანაირი "მჯღიბავი", ყველაფერს ჯობს საკუთარ ცხოვრებას გაუფრთხილდეთ. "ჯადოქრის" წყევლა წარმოიდგინეთ შავი დღისთვის გადანახული ფული, იგივე პრინციპია, როდესაც ჯადოქარი ინახავს თავის წყევლას შავი დღისთვის, უხეშად, რომ ვთქვათ ზრდის მას და აწრთობ ამოქმედების დროს კი "უშვებს" ადრესატთან, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ჯადოქარს შეუძლია კავშირი დაამყაროს ზებუნებრივ ქმნილებასთან რითი დახმარებითაც ის შეძლებს განახორციელოს დარტყმა მტრისკენ. წარმატებები სულ ეს იყო მგონი რაღაც წარმოდგენა შეგექმნათ. არავინ იფიქროს ჯადოქარი გახვდები და ქალაქს მიწაში ჩავიტანო, რადგანაც "მუქთა" არაფერი არ არის და ბუნებაში არაფერი იკარგება.
0