ჯადოს აკეთებენ , როდესაც უნდათ რომ იმ ადამინს შეუყვარდეს, რომელსაც არ უყვარს და ეშმაკს თხოვენ, წაართას თავისუფალი ნება ადამინს და ამ მისულის ნებაზე გაატაროს. ვიმეორებ, იცის რომ არ უყვარს და უნდა ეშმაკმა შეაყვაროს. აქ სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი , ეს, როგორც წესი ხდება როდესაც ფინანსური დაინტერესებაა და ადამინს უნდა თავისი მდგომერეობა გაიუმჯობესოს. ეშმაკი ადამინს თავისუფალ ნებას ართმევს და მერე ღუპავს, როგორ შეიძლება საყვარელი ადამინის დაღუპვა გინდოდეს?! სიყვარული მეორე ადამინის ბედნიერებაზე ზრუნვაა, როცა იგებ რომ სხვასთან ბედნიერია, შენც ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ გიყვარს . მკითხავთან დადიან და ჯადოს როგორც წესი, მდაბიო სულის ადამინები აკეთებენ.
ეხლა რა ხდება ჯადოს გაკეთების მერე :
თუ ჯადოს უკეთებენ არა ეკლესიურ ადამინს, ის შეიძლება მოკვდეს კიდეც და გამკეთებელს ჩვეულებრივად კაცის კვლაში ჩაეთვალოს, მაგარამ თუ ადამიანი ეკლესიურია, მას შეაჯანჯღარებს , დროებით იმოქმედებს, მგარამ მერე მოეხსნება და გამკეთებელს დაუბრუნდება უკან, იმიტომ რომ ბუნებაში არაფერი იკარგება. გამკეთებელს უნდოდა, რომ ორ ადამინს შეძულებოდა ერთმანეთი, და ამ სიძულვილს დაიბრუნებს უკან და ის შეძულდება . ასე რომ სხვისთვის გაკეთებული ჯადოთი შეიძლება თავი მოიჯადოოს :)
შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს, შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“. შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.
მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა. გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს. შელოცვები წარმოადგენენ რაღაც ეკლესიური ცოდნის, ქრისტიანული სიმბოლიკის გადაგვარება-დამახინჯების პროდუქტს. მინიშნებითაც კი ადვილი საგრძნობია, რომ ქრისტიანული ცოდნა რაღაც ეტაპზე გახალხურდა, მასში შეიჭრა არაკანონიკური ელემენტები, დამახინჯდა და ასეთი ფორმით განეფინა შელოცვებში. ამდენად, შელოცვები არ არის წარმართული ტექსტები და, ძირითადად, ქრისტიანობის გახალხურების, პაგანიზაციის პროდუქტია. ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ლოცვასა და შელოცვას შორის არის რიტუალი, რომლის გარეშე ის თითქოს ძალას კარგავს. შელოცვები — ეს იგივე მაგიური პოეზიაა და მაგიური ტექსტებით ლოცვა მორწმუნე ქრისტიანისთვის მკრეხელობაც კია: „ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვითა კურნებასა ეძიებენ… ღმერთი არს მკურნალი ჩვენი“ — გვაწავლიან ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზეპირსიტყვიერების ეს ჟანრი ძალზე აქტუალური იყო ქართულ სოფლებში, შემლოცველიც განსაკუთრებული მადლმოსილების ადამიანი უნდა ყოფილიყო.