მამუკა მდინარაძე- პრეზიდენტის გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ ყოფილა

0
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე არ იყო სწორი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ ყოფილა. არ გამართულა არც კონსულტაციები ამ საკითხზე. „პოლიტპატიმარი არც ერთია და არც მეორე. არ არიან საქართველოში პოლიტპატიმრები. ამ სიმართლეს ვერსად ვერ წაუვა ვერავინ. რამდენჯერაც არგუმენტების გარეშე არ უნდა ახსენოთ, პოლიტპატიმარი ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა აუცილებლად პოლიტპატიმარი იქნება და საზოგადოება ასე აღიქვამს. სიღრმეში არ შედიან ხოლმე და საერთოდ არ ლაპარაკობენ იმაზე, მაგალითად, გიგი უგულავა რატომ არის პოლიტპატიმარი და რაიმე უკანონობა იყო მის საქმეში თუ არა. შეიძლება, ახლა დაიწყონ ამ საუბრის შემდეგ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არავინ არ დაობს იმაზე, მან 48 მილიონი ამ შემთხვევაში მოიპარა, წაიღო და თავის პარტიულ მიზნებს მოახმარა თუ არა, უბრალოდ, ამბობენ, რომ ის პოლიტპატიმარია. რადგან ახლა ასეთი მოცემულობაა , რადგან პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს პრაგმატულობით ახსნა; იმით ახსნა, რომ ამით იარაღი გამოაცალა, სპეკულაციური იარაღი ოპოზიციას, რომ მათ ვერ შეძლონ პროცესების ჩიხში შეყვანა და მე საერთოდ არ მგონია, რომ ეს პროცესები იმგვარ ჩიხში შეგვიყვანდა, რომ ვერ მივიღებდით საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ ეს მისი ახსნაა, გასაგებია. მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასე არ მოვიქცეოდი ნამდვილად და მე ეს შეცდომა მგონია, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა. რეალურად, 48 მილიონის მოპარვას ეს არ ფარავს არ რეცხავს. გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რომელსაც არჩევნებში შეფასება და მხარის დაჭერა ჰქვია, ამას იღებს ამომრჩეველი და ამას ცალკე ამომრჩეველი შეაფასებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. #მამუკა მდინარაძე# პრეზიდენტის გადაწყვეტილება#ირაკლი ოქრუაშვილი#გიგი უგულავა# შეწყალება#tbilisidaily#newsdaily
0