Covid-19 -მა შეიცვალა ქვეყანაში დღის წესრიგი. ყველა ღონისძიება გაუქმდა დაავადების პრევენციის მიზნით. დღეს ვისაუბრებთ თუ რა გავლენა მოახდინა კორონოვირუსმა ქორწილების რიცხვზე .მაგალითად მარნეულში მდებარე ორ საქორწილო დარბაზში 100-ზე მეტი ქორწილი გადაიდო.
საქორწილო დარბაზ „გიზილ თაჯის“ ერთ-ერთი მეპატრონე ზაქირ ბალაქიშიევი ამბობს, რომ მარტიდან დღემდე საქორწილო დარბაზის მომსახურეობისათვის 40-მდე შეკვეთა აქვთ მიღებული, მაგრამ შეზღუდვების გამო ყველა შეკვეთა გადაიდო.
„არ ვიცით რა ვქნათ. როდესაც გახსნიან, როდესაც მოგვცემენ ნებართვას, მაშინ ვიზავთ ჩვენც რამეს. ყველა ქორწილი გადაიდო. ამის მერე შემდგომი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს. მაგრამ ვერავის ვერ ვეუბნებით როდის გაიხსნება. ადრე ხალხი სამი თვით ადრე ეწერებოდა. სექტემბრამდეც გვქონდა ქორწილი. ხალხმა იცის, რომ ეს სახელმწფოს მიერ დაწესებული შეზღუდვაა. ამიტომ მოსახლეობა არ გვაწუხებს არც პრეტენზია აქვთ“ - ამბობს ზაქირ ბალაქიშიევი
ზაქირ ბალაქიშიევი იმედოვნებს , რომ მალე Covid-19 დამარცხდება და დაბრუნდებიან ჩვეულებრივ რეჟიმში.
მარნეულში მოქმედი საქორწილო სალონ „აიდანს“ 45-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ თანამშრომლებმა სამსახური დაკარგეს. საქორწილო სალონის მენეჯერის თქმით, მათთან მომუშავე თანამშრომლების უმეტესობა გაჭირვებული ოჯახიდანაა.
„ჩვენ ბევრი კლიენტი გვყავდა. კორონავირუსამდე რამდენი ქორწილი გვქონდა. ყველა გადაიდო. ძალაინ დავზარალდით. ამის გარდა, 45 თანამშრომელი მყავდა. მათი უმეტესობა გაჭირვებული იყო და აქ, ჩემთან, მუშაობდნენ. ახლა ყველა სახლში, უფულოდ სხედან. ხუთი თვეა უმუშევრები ვართ. სეზონის დამთავრების პერიოდში დასვენება გვქონდა. შემდეგ, ვირუსი გავრცლედა. ამ ვირუსმა ჩვენ უფულოდ დაგვტოვა. დღემდე 96 ქორწილი გადაიდო. 96 ქორწილის შეკვეთა მქონდა. ამის მერე სექტემბერი, ოქტომებრი და ნოემბრის შეკვეთები გვაქვს“- ამბობს შაიგ სკეროვი
#ქორწილი
#შეზღუდვები
#მარნეული
#marneulidaily
წყარო : რადიო მარნეული