ამერიკული ბული- ( American Bully) რა ვიცით ძაღლის ამ ჯიშზე და რატომ გვერევა ის პიტბულში?

ByGi GaGeorgia
0
"ამერიკული ბული" არის ძაღლის იშვიათი ჯიში გავრცელებული ძირითადად აშშ და ზოგადად ამერიკის კონტინენტებზე, ასევე ავსტრალია-ახალ ზელანდიაში. იშვიათად შეხვდებით ევროპაში და არ იშოვება ეს ჯიში აზიაში, მათ შორის არცერთი მათგანი არაა საქართველოში. ესაა საკმაოდ ახალი ჯიშის ძაღლი რომელიც ამერიკელებმა გამოიყვანეს 1980-1990 იან წლებში. იგი არის ამერიკული ბულდოგის, პიტბულის, სტაფორდ ბულტერიერის, ფრანგული ბულდოგის, ინგლისური ბულდოგის და ძველინგლისური ბულდოგის მრავალგზის შეჯვარების შედეგად ჩამოყალიბებული ჯიში, სტაბილური ჯანსაღი ფსიქიკის ძაღლი. გამოიყენება როგორც ოჯახის კომპანიონი. მისი წონა განსხვავებულია მისი ზომებიდან გამომდინარე, იგი შეიძლება იყოს როგორც მინიატურული ზომის ისე ე.წ. XL ანუ დიდი ზომის. წონა 30-40 კგ მერყეობს, სიმაღლე: 30-50 სმ, სიცოცხლის ხანგრძლივობაა 8-13 წელი. შეფერილობა ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს. სახელწოდება "ბული" რაც ინგლისურად "ხარს" ნიშნავს, მოდის მისი ჯიშების შერევის შედეგად. ვინაიდან ყველა ის ძაღლის ჯიში რომლისგანაც გამოიყვანეს ეს ერთი შეხედვით საშიში ძაღლი სახელებში "bull" ქონდა საერთო, საბოლოოდ გადაწყდა რომ მის სრულ დასახელება "ამერკული ბული" გამხდარიყო. ხასიათი: ამერიკული ბული დინჯი მშვიდი გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევა. იშვიათია მისი მოულოდნელი თავდასხმა ადამიანებსა და სხვა ცხოველებზე. მიდრეკილია ჭარბი წონისკენ ამიტომ მას ხშირი და ინტენსიური ვარჯიში ესაჭიროება, სხეულის აღნაგობიდან გამომდინარე ადვილად იკუნთება, არის საოცარი ძალის და გამძლეობის მქონე ძაღლი. ამერიკული ბული განსაკუთრებული ინტელექტით არ გამოირჩევა, როგორც მაგ. პუდელი ან გერმანული ნაგაზი, მისი ინტელექტი საშუალოა და არ მოელოდეთ მისგან ჩუსტის მოტანას ან ორ თათზე დადგომას. ის უბრალოდ ვერ გაიგებს რატომ უნდა გააკეთოს ეს... ? სტანდარტული მამრი ბული იზრდება 43 დან 51 სმ მდე, ხოლო მდედრი 41-48 სმ-ს აღწევს. ჯიბის ე.წ. "pocket" მამრი ბული 41 სმ აღწევს, მდედრი კი 33 სმ-ს. დიდი ე.წ "XL" მამრი ბულის ზომა 51-57 სმ მდეა, ხოლო მდედრი 48-51 სმ. მას ხშირად ამსგავსებენ პიტბულს რაც არასწორია მისი ვიზუალური მსგავსება პიტბულთან გამომდინარეობს მასში სტაფორდშირ ბულტერიერის სისხლის შერევის გამო. საშიში ვიზუალის მიუხედავად ეს ძაღლი ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ალბათ ის რომ ადამიანი ყოფილიყო ბოდიბილდერი იქნებოდა. მას ხუმრობით ფიტნეს მოდელების ძაღლს უძახიან. დაკუნთული სხეულის გამო ხშირად ჰყავთ ნავარჯიშებ ადამიანებს, სპორტსმენებს და ასევე ბოდიბილდერებსაც. ძაღლის ეს ჯიში ადვილად ეგუება სახლის პირობებს და ქალაქში ცხოვრებას, ასევე თბილ ჰავას, ცუდად იტანს სიცივეს. მას აქვს ძლიერი წვრილი კუდი, დაკუნთული ტანი და მომრგვალებული ფორმის ძლიერი ყბები. ბეწვი გლუვი და მოკლე, ადვილი მოსავლელი. მისი ფასი 2000$ დან 5000 $ მდე მერყეობს და ყველაზე იშვიათ ძაღლის ჯიშების ათეულში შედის.
ByGi GaGeorgia
0