ადამიანები ხშირად ფიქრობებ, რომ სხვას მასზე მეტად გაუმართლა. ფიქრობენ, რომ ნაკლები ძალისხმევით ან საერთოდ ძალისხმევის და შრომის გარეშე მოხვდნენ სასურველ ადგილას. ან შემთხვევით გაუმართლათ მათ. იშვიათად ესეც ხდება, მაგრამ შემთხვევით და შრომის გარეშე კონკრეტულ ადგილზე მოხვედრის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია მალევე დაკარგო ეს სიამოვნება და კატასტროფული სისწრაფით ფსკერზე აღმოჩნდე.ეს იმიტომ ხდება, რომ შენ ნაბიჯ-ნაბიჯ შრომის შედეგად არ გაქვს მიღწეული ამ ეტაპამდე. არ იცი რომელ ნაბიჯს რა ესაჭიროება თითოეული საფეხურის გასამყარებლად. ის ადამიანი, რომელიც პატარ-პატარა ნაბიჯებით, ეტაპობრივად მიიწევს წინ, მან იცის, როგორ მიაღწიოს თითოეულ საფეხურამდე. ამ შემთხვევაში თუ მას შეფერხება ემუქრება, ის ფსკერზე კი არ აღმოჩნდება, არამედ მხოლოდ ერთი საფეხურით უკან დაიხევს. აქედან აღმასვლა კი მარტივია. ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხვდება საჭირო დროს საჭირო ადგილას. მთავარია დაინახო, რომ ეს შენი ადგილია. შენი სფეროა და სწორედ აქ შეგიძლია საკუთარი თავის წარმოჩენა და რეალიზება. ასე რომ, კარგი დაკვირვება გვმართებს ჩავუკვირდეთ ჩვენს უნარებს და მოვძებნოთ ჩვენი ადგილი. როცა შენ ხარ განვითარებული იმ კონკრეტული უნარებით, რითაც შეგიძლია თავი წარმოაჩინო, მაშინ შენ ყოფილხარ საჭირო ადამიანი საჭირო ადგილას.