რა ხდება აფხაზეთში დღეს - სიცრუეში ჩარჩენილი მოსახლეობა

0
იმის მიუხედავად, რომ მე, ისევე როგორც საქართველოს თითოეულ მკვიდრს მტკივა ჩემი დაკარგული ტერიტორია, დღეს არ ვისაუბრებ ტერიტორიის დაკარგვის სენტიმენტალურ ნაწილზე, არამედ შევეცდები რეალობას გავუსწორო თვალი და გაგიზიაროთ იქ არსებული მდგომარეობის მცირე ნაწილი. მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ჩემი ნათესავების გარკვეული ნაწილი იქ დარჩა, ახლა რა თქმა უნდა გვაქვს კონტაქტი და ხშირად ვეხებით პოლიტიკურ თემებს. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იქ მცხოვრები ახალგაზრდებისა თუ ბავშვების ყოფას, თხრობას დასაწყისიდან დავიწყებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი თაობის აღზრდაში განათლებაა. აფხაზეთის სკოლებში ისტორიის გაკვეთილზე ასწავლიან თუ როგორი ოკუპანტია საქართველო და გმირი რუსეთი. ერთადერთ ტელევიზიაში დღემდე ხშირად ტრიალებს ომის კადრები. აფხაზური ენა თითქოს დამატებით ენად იქცა, რადგან საზოგადოება რუსულად საუბრობს, ყველას აქვს რუსული პასპორტი, რუსულად მიდის მსახურება ეკლესიაში, რუსული ფული... ყველაფერი რუსულია.. სოხუმის დაცემის დღეს დღემდე, ბაღებში, პატარა ბავშვები ჯარის ფორმაში გამოწყობილები აღნიშნავენ და წარმოთქვამენ სეპარატისტი პოეტის მიერ დაწერილ უსახურ ლექსებს. ყოველთვის, როდესაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ვუსვამ კითხვას ზემოთხსენებულთან და რუსიფიკაციასთან დაკავშირებით პასუხის ახალ-ახალ ვარიაციებს ვისმენ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეს იყო: "რუსეთმა გვარჩინოს, თუმცა ვერ ჩაგვყლაპავს და იცი რატომ ? სანამ საქართველო ევროპასა და ამერიკაში კივის, რომ რუსეთი ოკუპანტია, სანამ ასეთი რადიკალური პოზიცია გაქვთ, ჩვენ იქამდე რუსეთი ვერ გვშთანთქავს, ამიტომ მადლობა თქვენ, რომ დამოუკიდებლობას გვანარჩუნებინებთ" 26 აგვისტოს, აფხაზეთი უკვე რამოდენიმე წელიწადია ფსევდო, პაპუასური ტომების მიერ "აღიარებას" აღნიშნავს, რამოდენიმე დღის განმავლობაში ქუჩებში ჟრიამული ისმის, მთვრალი ადამიანები საჭესთან სხედან და გაიძახიან "აფხაზეთი თავისუფალია" ! ერთხელ, სუფრაზე ერთ-ერთმა თრობის დროს ისიც კი წარმოთქვა, რომ შემდეგი გამარჯვება ნატოსა და ევროკავშირში შესვლა იქნება, მე ამის მჯერაო ! (სასაცილოა ხო?!) ამ მდგომარეობაში მცხოვრებ ერს როგორ უნდა დავაჯეროთ, რომ სიბრიყვეში ცხოვრობენ, როდესაც ეს პროცესი ძალიან მოსწონთ ?ვითომ უშველის ის დაფინანსება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით? თან ვის, არა ჩვენი ქვეყნის შვილებსა და აფხაზებს, არამედ აფსუებსა და გამყიდველებს. მათზე კიარ უნდა ხარჯავდეს საქართველო ფულს, არამედ იმ ხალხზე, ვინც ომში იბრძოდა და იმათზეც, ვინც ყველაფერი დაკარგა სეპარატისტების გამო. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, პროპაგანდამ უკვე ღრმად გაიდგა ფესვები. რთულია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა არა შეუძლებელი. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, სიმართლის პოზიციონირება რეალური მიზნებისა და ამოცანების დასახვა, იმიტომ რომ აფხაზეთში ახლა განუკითხაობა ხდება. ეს კი ჩვენი ქვეყნის ის ნაწილია, რომელსაც ვერ დავთმობთ, რადგან ჩვენს მებრძოლთა სისხლი ამ მიწაზე ტყუილად არ დაღვრილა ! აფხაზეთი საქართველოა ! რუსეთი ოკუპანტია !
#რუსეთი
#აფხაზეთი
#სკოლა
#განათლება
#პროპაგანდა
#SokhumiDaily
0